"ლექსო არ არის რომანტიკული, ცივი ადამიანია...ჩემთვის ურთიერთობებში მთავარი მოთმენაა"
ლელა წურწუმია თავის საავტორო გადაცემაში ბოლო დროს წყვილებს მასპინძლობს. ამჯერად „მხოლოდ ლელასთან“ ლექს-სენი და მისი უკრაინელი მეუღლე ტატიანა ბურლიაი ესტუმრნენ. ქალმა მეუღლის რთულ ხასიათზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცნობილი ქართველი რეპერი სულ არ ყოფილა რომანტიკული და უფრო მეტიც, ის ხშირად იღვიძებს ცუდ ხასიათზე:
ტატიანა:
- ლექსო არ არის რომანტიკული, ძალიან რაღაცნაირი ცივი ადამიანია. სულ ვთხოვ ჩამეხუტე. რატომ უნდა სთხოვო, მოდი ჩამეხუტე. ერთი წუთი და მეუბნება, გეყოფა. არ მახსოვს, ბოლოს სად დამპატიჟა. ძალიან რთული ხასიათი აქვს, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ჩვენს წრეში ბევრი ადამიანი ასე თვლის. მისი სამყარო აქვს.
ლექსო:
- ჩვენ შეიძლება ვხუმრობდეთ, მაგრამ იდეალური არავინ არის. ცხოვრება რომ მიდის, რაღაცებს სხვანაირად უყურებ, სულ გაღიმებული ვერ იქნები. მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მაგალითად უკრაინის თემის შემდეგ, როდესაც ფეისბუქზე რაღაც დღესასწაულია, გამოუქვეყნებია ფეისბუქზე, აი, მე ეს გავაკეთე და ბედნიერი ვარ, შენიშვნა მიმიცია, არ არის ლამაზი, აიღე, ჩვენი ბიჭები იქ არიან, მისი ძმა ომშია. შეიძლება ეს ჩემი პედანტობაა, შეიძლება მე ვცდები, არც უნდა იყო ასე, ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება. ესეც სირთულეა ალბათ, უთქვამს, ეგ რა შუაშია, შენ რთული ხასიათი გაქვს.
ტატიანა:
- ჩემთვის ურთიერთობებში მთავარი მოთმენაა. ავიღოთ ლექსოს ხასიათი, დილას დგება ცუდ ხასიათზე. სულ ერთ ხაზზეა.
ლექსო:
- ვაღიარებ, რომ ქალები უფრო ამტანები არიან. რასაც ქალები იტანენ და შეუძლიათ, მაგდენი რესურსი მე არ მექნებოდა. ეგეც ნიჭია ალბათ. იხილეთ სრულად