"ანსამბლი "მართვე" მიდიოდა აშშ-ში, 50 ბავშვს სათითაოდ შეატანინეს ვიზაზე მოთხოვნა და საბოლოოდ ანსამბლი დატოვეს ქვეყანაში - ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა" - კვირის პალიტრა

"ანსამბლი "მართვე" მიდიოდა აშშ-ში, 50 ბავშვს სათითაოდ შეატანინეს ვიზაზე მოთხოვნა და საბოლოოდ ანსამბლი დატოვეს ქვეყანაში - ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა"

ან­სამ­ბლი "მარ­თვე" მი­დი­ო­და აშშ-ში, 50 ბავ­შვს სა­თი­თა­ოდ შე­ა­ტა­ნი­ნეს ვი­ზა­ზე მო­თხოვ­ნა და სა­ბო­ლო­ოდ ან­სამ­ბლი და­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა­ში - ასეთ რა­ღა­ცებს უნდა მი­ხე­დოს ამე­რი­კის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვე­ყა­ნა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს დგამს,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძე ფიქ­რობს, ჯო­ბია "თვი­თონ გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი, რაც უკავ­შირ­დე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბას, პირ­და­პირ ფრე­ნებს და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას, რა­ზეც "სამ­წუ­ხა­როდ, სა­უ­ბა­რიც არ არის".

"ან­სამ­ბლი „მარ­თვე“ მი­დი­ო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ყვე­ლა­ფე­რი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. მათ შო­რის, ბილ­ბორ­დე­ბი იყო ად­გილ­ზე გა­მოკ­რუ­ლი, რო­მელ ოჯა­ხებ­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ბავ­შვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, 12, 11 და 14 წლის ბავ­შვი ამე­რი­კა­ში ხომ არ დარ­ჩე­ბა მარ­ტო. ყვე­ლა­ფე­რი და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო ამე­რი­კუ­ლი მოწ­ვე­ვით. სტან­დარ­ტუ­ლად შე­ავ­სეს ერ­თბა­შად გა­ნა­ცხა­დე­ბი და როცა ჯგუ­ფია მარ­ტი­ვად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი 2 კვი­რა­ში, მაქ­სი­მუმ ერთ თვე­ში უნდა ჩა­ურ­ტყან ვი­ზე­ბი. ივ­ლის­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეს გას­ტრო­ლე­ბი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში უთხრეს, რომ ერ­თბა­შად არ მოხ­დე­ბო­და ვი­ზე­ბის გა­ცე­მა სა­თი­თა­ოდ უნდა შე­ე­ტა­ნათ, აბ­სურ­დია და ვა­დე­ბი უთხრეს ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა ივ­ლის­ში იყო გას­ტრო­ლე­ბი. 50 ბავ­შვი, მთე­ლი „მარ­თვე“ და­ტო­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ ვიცი ახლა, ასეთ რა­ღა­ცებს უნდა მი­ხე­დოს ამე­რი­კის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვე­ყა­ნა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს დგამს. მე მგო­ნი ჯო­ბია, რომ თვი­თონ გა­დად­გან ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც უკავ­შირ­დე­ბა იგი­ვე სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბას, პირ­და­პირ ფრე­ნებს და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას, თუმ­ცა, გა­ვი­და 30 წელი და ამა­ზე სამ­წუ­ხა­როდ სა­უ­ბა­რიც არ არის“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში.