"მე მიყვარს "კვარა"... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც" - ნეაპოლიტანელი ლამაზმანი ქართველ ვარსკვლავს ისევ სიყვარულს უხსნის - კვირის პალიტრა

"მე მიყვარს "კვარა"... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც" - ნეაპოლიტანელი ლამაზმანი ქართველ ვარსკვლავს ისევ სიყვარულს უხსნის

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სად­მი მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. ფეხ­ბურ­თე­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ იტა­ლი­უ­რი მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად წერს.

ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge-მ ხვი­ჩას მა­მის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ნიცა თა­ვა­ძე­ზე და­ი­ნიშ­ნა. გო­გო­ნას შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხვი­ჩას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­სუ­ლი ნი­ცას ფო­ტო­ე­ბი ნე­ა­პო­ლის სტა­დი­ო­ნი­დან კი სწო­რედ იტა­ლი­ურ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სხვა ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნიცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი არ არის. გო­გო­ნა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვე­რის­ტე­ტის პირ­ველ კურ­სის სტუ­დენ­ტია და სო­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბი­დან მხო­ლოდ "ინ­სტაგ­რამს" იყე­ნებს, სა­დაც 56 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს, თუმ­ცა პოს­ტებს თით­ქმის არ აქ­ვეყ­ნებს.

გო­გო­ნა პე­რი­ო­დუ­ლად მხო­ლოდ სთო­რე­ბად დებს ვი­დე­ო­ებს და ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მისი იტა­ლი­ა­ში სტუმ­რო­ბის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქორ­წი­ლი ზა­ფხულ­ში იგეგ­მე­ბა.

მა­ნამ­დე კი წყვი­ლი­კო­მოს ტბას სტუმ­რობ­და. ნი­ცამ საქმროს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნა.

ambebi.ge