ვინ არიან დეპუტატები, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ? - კვირის პალიტრა

ვინ არიან დეპუტატები, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის არჩევაში დაეხმარნენ?

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რო­ბის კან­დი­დატ­თა­გან, პარ­ლა­მენ­ტის ე.წ. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით 3 არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი - ტრის­ტან ბე­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გზო­ბა­ვა და ზუ­რაბ გუ­რას­პაშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. კენ­ჭისყრა ფა­რუ­ლი იყო და მათ მხარ­და­სა­ჭე­რად ხმე­ბი ასე და­ფიქ­სირ­და: 93-91-93. ამის­თვის უმ­რავ­ლე­სო­ბას ოპო­ზი­ცი­ის 5 ხმა დას­ჭირ­და.

მას შემ­დეგ, რაც აღ­მოჩ­ნდა, რომ მათ სა­ჭი­რო ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა შეძ­ლეს, ოპო­ზი­ცი­ამ პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, კენ­ჭისყრა შე­ჩერ­და. არა­და, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში კი­დევ 2 წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

"იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ზე ვი­ღაც 5-მა "ქო­ცებს“ მის­ცა ხმა. ჩვენ და ელი­საშ­ვი­ლე­ბი რომ არ ვი­ყა­ვით, ეგ ვიცი. ერთ რიგ­ში ვსხედ­ვართ. ახლა გა­სარ­კვე­ვია, ვინ იყო“, - და­წე­რა "გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა ჰერ­მან სა­ბომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, იაგო ხვი­ჩი­ას თქმით, დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიით არი­ან გა­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში.

დე­პუ­ტატ ანა წით­ლი­ძის გან­ცახ­დე­ბით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ნიკა მა­ჭუ­ტა­ძეა. გააგრძელე კითხვა