83 წლის ასაკში მათემატიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე რუსუდან ბერიძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

83 წლის ასაკში მათემატიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე რუსუდან ბერიძე გარდაიცვალა

მათემატიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე რუსუდან ბერიძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლობლები და ნათესავები ავრცელებენ.

რუსუდან ბერიძე ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.

1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. ასევე, იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო.

რუსუდან ბერიძე 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი იყო.

IPN