როგორ იქმნება სამოსი - კადრები ანუკი არეშიძის ატელიედან - კვირის პალიტრა

როგორ იქმნება სამოსი - კადრები ანუკი არეშიძის ატელიედან

ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.

როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

ამჯერად დიზაინერი მოკლე ვიდეოებს საკუთარი ატელიედან აქვეყნებს და გამომწერებს სამუსაო პროიცესს აცნობს. ვიდეოში ნაჩვენებია როგორც ქალის, ისე ბავშვის სამოსის შექმნის ეტაპები.

ვიდეო იხილეთ ლინკზე