"ვინც მე სიმართლის საჯარო თქმისთვის მლანძღავდა, იმას კერძო საუბრებს უქვეყნებდნენ "ქოცები"... სალომე სამადაშვილი ამის მაგალითია" - კვირის პალიტრა

"ვინც მე სიმართლის საჯარო თქმისთვის მლანძღავდა, იმას კერძო საუბრებს უქვეყნებდნენ "ქოცები"... სალომე სამადაშვილი ამის მაგალითია"

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" მო­რიგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"თავი სუ­ლე­ლი არა­სო­დეს მგო­ნე­ბია, მაგ­რამ 2012-მდე, მე­გო­ნა რომ არ­სე­ბობ­დნენ ჩემ­ზე მცოდ­ნე და ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე უკეთ ეს­მით პო­ლი­ტი­კა - მეტი ნდო­ბა მქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის მი­მართ.

2012 წლის მერე ნა­ნა­ხით მივ­ხვდი, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ.ამი­ტომ ავი­ღე და 2013 წელს ევ­რო­საბ­ჭოს­თან კონ­ტრაქ­ტი გავ­წყვი­ტე - ჩავ­თვა­ლე, რომ გი­გას უნდა და­ვეხ­მა­რო (და­ვი­ნა­ხე რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, ფაქ­ტობ­რი­ვად - მარ­ტო) და აქ უფრო სა­ჭი­რო ვარ, ვიდ­რე სტრას­ბურ­გში.

ამის მერე და­ი­წყო რაც და­ი­წყო …მე ისე ვმოქ­მე­დებ­დი, რო­გორც მე ვთვლი­დი სწო­რად. ვთვლი­დი, რომ მზის სხი­ვი სა­უ­კე­თე­სო დი­ზინ­ფექ­ტო­რია და პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა უნდა ვი­ლა­პა­რა­კო, რომ მო­ვაგ­ვა­რო.მი­მაჩ­ნდა რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავ­დი (არ მო­ვი­ტყუ­ე­ბო­დი, ცილს არ დავ­წა­მებ­დი, არ ვი­ბო­ზებ­დი …) და და­უ­ღა­ლა­ვად ვა­კა­კუ­ნებ­დი - გა­მე­ღე­ბო­და, თუ და­უ­ღა­ლა­ვად მო­ვი­თხოვ­დი - მო­მე­ცე­მო­და. (ეს ლო­გი­კა სულ მუ­შა­ობს ჩემ­თვის, ასე ვი­ღებ - რაც მინ­და).

როცა ჩემს წვე­ტი­ან აზ­რებს სა­ჯა­როდ ვწერ­დი, ჩემი მა­შინ­დე­ლი გა­რე­მოც­ვა ძა­ლი­ან წუხ­და - სა­ჯა­როდ ნუ წერო, თო­რემ კერ­ძო სა­უბ­რებ­ში თა­ვად უა­რე­სებს იძახ­დნენ (ამი­ტომ ამე­რია გული და უკან­მო­უ­ხე­და­ვად შემ­ზი­ზღდნენ ოდი­სევ­სოს ბღა­ვი­ლი რომ და­ი­წყეს - მე ხომ ვიცი, რას ლა­პა­რა­კობ­დნენ მა­ნამ­დე).

ჰოდა, სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ვინც მე პა­ტი­ოს­ნად მოქ­ცე­ვის­თვის და სი­მარ­თლის სა­ჯა­რო თქმის­თვის მლან­ძღავ­და - იმას კერ­ძო სა­უბ­რებს უქ­ვეყ­ნებ­დნენ "ქო­ცე­ბი" და უა­რეს შარ­ში ეხ­ვე­ოდ­ნენ.

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი ამის მა­გა­ლი­თია - გაგ­დე­ბამ­დე უნდა წერო სა­ჯა­როდ სი­მარ­თლე, თო­რემ ჭო­რა­ო­ბას რომ გა­მო­გიქ­ვეყ­ნე­ბენ, გა­გაგ­დე­ბენ და აცო­ცე­ბის შან­სი გერ­თმე­ვა, მერე რა უნდა", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.