სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში? - კვირის პალიტრა

სკანდალური ინციდენტი: პაპარაცები ჰარისა და მეგანს ფოტოების გადასაღებად ორი საათის განმავლობაში მისდევდნენ - რა მოხდა ნიუ იორკში?

პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის გარ­შე­მო მო­რი­გი სკან­და­ლია. რო­გორც სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას სპი­კე­რი აცხა­დებს, წყვილს პა­პა­რა­ცე­ბის ჯგუ­ფი აე­დევ­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით, ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­მო­ბი­ლით მის­დევ­დნენ, რის გა­მოც, წყვი­ლი რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მე­გან­თან და ჰა­რის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მე­გა­ნის დე­დაც. რო­გორც ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, წყვი­ლის­თვის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა "გა­მოწ­ვე­ვად" იქცა.

რა მოხ­და?სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია ნიუ-იორკში ქალ­თა ფონ­დის მიერ გა­მარ­თულ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ, სა­დაც ჯილ­დო მე­გან მარ­კლსაც გა­და­ე­ცა ქალ­თა და გო­გო­ნა­თა ად­ვო­კა­ტი­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მა­ნ­ჰე­ტე­ბის Ziegfeld Ballroom-ში გა­ი­მარ­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. და­ჯილ­დო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჰარი, მე­გა­ნი და მე­გა­ნის დედა, 22:00 სა­ათ­ზე ჩას­ხდნენ შავ ავ­ტო­მო­ბილ­ში და ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის სპი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, "აგ­რე­სი­უ­ლი პა­პა­რა­ცე­ბის ჯგუ­ფი მათ, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დევ­და." მი­სი­ვე თქმით, დევ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი არ­ღვევ­დნენ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, მათ შო­რის, გა­და­დი­ოდ­ნენ შუქ­ნი­შან­ზე, როცა წი­თე­ლი იყო ან­თე­ბუ­ლი.

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში მი­ვიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც მან­ქა­ნა გა­მოც­ვა­ლეს, ტაქ­სი­ში გა­დას­ხდნენ, იმის­თვის, რომ პა­პა­რა­ცებს კვა­ლი არე­ო­დათ. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები