"მთლად ბრმა კატებივით ნუ მოვიქცევით" - რას აცხადებს გი­ორ­გი კო­დუა? - კვირის პალიტრა

"მთლად ბრმა კატებივით ნუ მოვიქცევით" - რას აცხადებს გი­ორ­გი კო­დუა?

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 10 მა­ისს ხელი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2019 წლის 21 ივ­ნისს და­წე­სე­ბუ­ლი ავი­ა­ემ­ბარ­გოს გა­უქ­მე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­ბარ­გო 2019 წლის 20 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­წეს­და, რის გა­მოც რუ­სეთ­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის (ძი­რი­თა­დად სომ­ხე­თის) გავ­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა 15 მა­ი­სი­დან გა­ი­ცა. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ფრე­ნებს იწყებს რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "აზი­მუტ ეარ­ლა­ინ­სი“, რო­მე­ლიც სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ არის. ასე­ვე ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი".

რო­გორც "აირ ჯორ­ჯი­ას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კო­დუა გვე­უბ­ნე­ბა, ფრე­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბას რუ­სე­თი "სუ­პერ­ჯე­ტე­ბით“ გეგ­მავს, რაც მთე­ლი რიგი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგვა­ყე­ნებს, მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. გი­ორ­გი კო­დუა აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სუ­ლი "სუ­პერ­ჯე­ტე­ბის“ მა­კომ­პლექ­ტი­რე­ბე­ლი ნა­წი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 75% და­სავ­ლე­თი­დან იყო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, სან­ქცი­ე­ბის გამო კი ამ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე წვდო­მა რუ­სეთს აღარ აქვს.

"აქ ორი მდგე­ნე­ლია - ერ­თია პო­ლი­ტი­კუ­რი, და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი რომ არ იფ­რენს, გა­სა­გე­ბია, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, აზი­მუ­ტი" არ არის და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რეა - უსაფრ­თხო­ე­ბა. რო­გორც ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გე­ტყვით, რომ ავი­ა­ინ­დუსტრი­ა­ში ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია მგზავ­რია... პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სიც მა­დარ­დებს, რა თქმა უნდა, სად უნდა ვიფ­რი­ნო, მაგ­რამ ეს ცალ­კე თე­მაა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იფ­რენს "სუ­პერ­ჯე­ტე­ბი“, რო­მე­ლიც არაა სან­ქცი­ის ქვეშ, მაგ­რამ აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ იცავს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, ვი­ნა­ი­დან ეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი აწყო­ბი­ლია რუ­სეთ­ში და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სეთ­მა აიღო.

ჯერ კი­დევ 2008 წელს ვი­ყა­ვი გა­მო­ფე­ნა­ზე პა­რიზ­ში, სა­დაც იყო პირ­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია, ამ თვითმფრი­ნა­ვის ბა­ზარ­ზე წარ­დგე­ნა. ეს არის 100 -კა­ცი­ა­ნი, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თვითმფრი­ნა­ვი, ამი­ტო­მაც ჰქვია "სუ­პერ რე­გი­ო­ნალ ჯეტ". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უსაფრ­თხო­ე­ბის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბა მან 10 წლის წინ გა­ი­ა­რა "ია­სა­ზე“ და მსოფ­ლი­ოს ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა და­ი­წყეს ფრე­ნა. გე­ტყვით, რა პრობ­ლე­მა აქვს ამ თვითმფრი­ნა­ვებს - თვითმფრი­ნა­ვე­ბის აგ­რე­გა­ტე­ბის 75% არის ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი. სსრკ-ში რუ­სუ­ლი ლა­ი­ნე­რე­ბი როცა აი­წყო, ისი­ნი მა­შინ ბო­ინგსაც და ეარ­ბას­საც ჯობ­ნი­და, მაგ­რამ ამე­რი­კას და ევ­რო­პას კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ა­ში ჩა­მორ­ჩე­ბო­და. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი აგ­რე­გა­ტე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ზე წინ წა­ვი­და ამე­რი­კა. სსრკ-ს დაშ­ლის მერე, რუ­სებ­მა გა­აგ­რძე­ლეს რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა, “ სუ­პერ­ჯეტს“ "სუ­ხოი" და­არ­ქვეს და მო­უ­წი­ათ ავი­ო­ნი­კის შეს­ყიდ­ვა - ეს თვითმფრი­ნა­ვი 70%-ით და­ა­კომ­პლექ­ტეს და­სავ­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში, ვიდ­რე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და­ი­წყე­ბო­და, ამ "სუ­პერ­ჯეტს“ მა­ში­ნაც ჰქონ­და პრობ­ლე­მა ლო­გის­ტი­კა­ში , ვი­ნა­ი­დან ქარ­ხა­ნა არის რუ­სეთ­ში, კომ­პლექ­ტა­ცია არის რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ნა­წი­ლე­ბი მო­დის და­სავ­ლე­თი­დან - როცა ხდე­ბო­და მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი არა­რუ­სუ­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­მოც­ვლა, ამას ლო­გის­ტი­კუ­რად დრო სჭირ­დე­ბო­და და მო­მა­რა­გე­ბა გა­უ­ჭირ­დათ. ბევ­რმა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ "მექ­სი­კა­ნამ“ და სხვებ­მა ამის გამო რუ­სულ ქარ­ხნებს უკან და­უბ­რუ­ნა ეს თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ვი­ნა­ი­დან უსაფრ­თხო­ე­ბა დრო­უ­ლად არ იყო და­ცუ­ლი, მა­გა­ლი­თად, რე­ი­სი რომ უნდა გაშ­ვე­ბუ­ლი­ყო 10 სა­ათ­ზე, მი­დი­ო­და 15-ზე. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ მერე მთავ­რო­ბამ "აერ­ოფ­ლოტს“ და­ა­ვა­ლა, თქვენ აი­ღე­თო. "აერ­ოფ­ლოტ­მა“ უარი თქვა "სუ­პერ­ჯე­ტებ­ზე“, აე­არ­ბა­სი მირ­ჩევ­ნია, მისი მო­მა­რა­გე­ბა უფრო ად­ვი­ლი­აო, ვი­ნა­ი­დან ის უფრო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ბა­ზარ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ და­ი­წყო ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა­ზე მუ­შა­ო­ბა და მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ავი­ო­ნი­კაც შიგ­ნით დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, რა­შიც მო­წი­ნა­ვე­ე­ბი სსრკ-ში იყ­ვნენ ბა­ლო­რუ­სე­ბი (კომ­პი­ტერ­ში­კე­ბი და აი­ტიშ­ნი­კე­ბი ბე­ლო­რუ­სი­ი­დან არი­ან)". გააგრძელეთ კითხვა