ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებენ, ტურისტებსა და ადგილობრივებს "არასათანადოდ ჩაცმა" აუკრძალონ - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში აპირებენ, ტურისტებსა და ადგილობრივებს "არასათანადოდ ჩაცმა" აუკრძალონ

აფხა­ზეთ­ში, შე­საძ­ლოა, ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და ტუ­რის­ტებს "არა­სა­თა­ნა­დოდ ჩაც­მა“ აუკ­რძა­ლონ. სა­კი­თხი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის "სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის“ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს.

იმ­სჯე­ლეს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რექ­ტზე და და­ა­ყე­ნეს წი­ნა­და­დე­ბა, რომ და­ა­მა­ტონ წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სტუმ­რებ­სა და აფხა­ზე­თის მა­ცხოვ­რებ­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში არა­სა­თა­ნა­დოდ ჩაც­მა აეკ­რძა­ლე­ბათ.

გან­ხილ­ვის შემ­დეგ "კო­მი­ტე­ტის" წევ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს "პარ­ლა­მენტს სე­სი­ის" მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ონ ე.წ. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ღე­ბას.

უც­ნო­ბია, თუ რას გუ­ლის­ხმო­ბენ "არა­სა­თა­ნა­დოდ ჩაც­მა­ში" ან რო­გო­რი დრეს­კო­დი და­უ­წეს­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს.

ambebi.ge