როგორ იცავენ საქართველოში წყლის სისუფთავის ნორმებს და რა უნდა ვიცოდეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

როგორ იცავენ საქართველოში წყლის სისუფთავის ნორმებს და რა უნდა ვიცოდეთ მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ დე­და­მი­წა­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 12,5-დან 14 მი­ლი­არდ კუ­ბურ მეტ­რამ­დე სას­მე­ლი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ერთ სულ­ზე სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დღეს მწვა­ვედ დგას სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა, სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სის დაც­ვა და მისი გო­ნივ­რუ­ლად მოხ­მა­რე­ბა. და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს.

არ­სე­ბობს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი სის­ტე­მე­ბი. ხე­ლოვ­ნუ­რი სის­ტე­მა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლია და მისი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა (არ­სე­ბობს არა­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლიც, მა­გა­ლი­თად ჭები, რო­მელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი მომ­ხმა­რებ­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უწევთ და საკ­მა­ოდ რთუ­ლია). ბუ­ნებ­რივ სის­ტე­მებს ძი­რი­თა­დად, მდი­ნა­რე­ე­ბი და წყა­რო­ე­ბი წარ­მო­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­მე­ლად არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ წვი­მის წყა­ლი ან დამ­დნა­რი თოვ­ლი, რად­გან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბაქ­ტე­რი­ებს შე­ი­ცავს.

რა უნდა ვი­ცო­დეთ, თუ წყალს ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი­დან მო­ვიხ­მართ?

ალ­ბათ, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ერთხელ ყვე­ლას შეგ­ვხვედ­რია პოს­ტი, რო­მელ­შიც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ონ­კა­ნის წყლის ხა­რისხსა და შე­ფე­რი­ლო­ბა­ზე წუხს. ასე­ვე გვი­ნა­ხავს პოს­ტე­ბი, როცა ონ­კა­ნის ფილტრის მოხ­სნის შემ­დეგ მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­ლე­ქი­ლი კენ­ჭე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბის გამო ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ხოლ­მე წყლის ხა­რისხთან და მისი მოხ­მა­რე­ბის საფრ­თხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორ კონ­ტროლ­დე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წყლის ხა­რის­ხი და რას აკე­თე­ბენ ამის­თვის მისი მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ამის გა­სარ­კვე­ვად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ა­სა და GWP-ს („ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ“) და­ვუ­კავ­შირ­დით.

GWP სას­მელ წყალს თბი­ლის­სა და მცხე­თას აწ­ვდის, რაც შე­ე­ხე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ას, ის წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლით მომ­სა­ხუ­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ურ­ბა­ნუ­ლი ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბის­თვის გარ­და თბი­ლი­სის, მცხე­თის, რუს­თა­ვის, გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კი­სა.

კომ­პა­ნი­ებ­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ ისი­ნი შემ­დეგ­ნა­ი­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ წყლის ხა­რისხს:

GWP: „სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი მუდ­მი­ვად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მოწ­მდე­ბა „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ ქი­მი­ურ-მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში და მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­მე­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას. მისი მო­ნი­ტო­რინ­გი 53 პა­რა­მეტ­რის მი­ხედ­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გააგრძელეთ კითხვა