"თუ ხშირ-ხშირად დამინახავენ ჩასულს, - "პრავადნიკად“ ხომ არ დაგიწყია მუშაობაო? თუ დამიგვიანდა ჩასვლა, - წამოდი, დედაშენს გაგაცნობო" - ჯემალ ჭკუასელის გურული ამბები - კვირის პალიტრა

"თუ ხშირ-ხშირად დამინახავენ ჩასულს, - "პრავადნიკად“ ხომ არ დაგიწყია მუშაობაო? თუ დამიგვიანდა ჩასვლა, - წამოდი, დედაშენს გაგაცნობო" - ჯემალ ჭკუასელის გურული ამბები

18 მა­ი­სი ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღეა. ის 88 წე­ლის გახ­დე­ბო­და. მისი იუ­მო­რი საქ­ვეყ­ნოდ იყო ცნო­ბი­ლი,

ჯე­მალ ჭკუ­ა­სელ­მა 2008 წელს კრე­ბუ­ლი "გუ­რუ­ლე­ბი ხუმ­რო­ბენ“ გა­მოს­ცა, რო­მელ­შიც მისი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა იუ­მო­რის­ტუ­ლი და კუ­რი­ო­ზუ­ლი ეპი­ზო­დე­ბია მო­ყო­ლი­ლი.

ambebi.ge წიგ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ამ­ბავს გთა­ვა­ზობთ:

"თქვენ აფერს არ აკე­თებთ აქა­ნა?" ვსწავ­ლობ­დი სო­ფელ შე­მოქ­მედ­ში. მეშ­ვი­დე კლა­სამ­დე ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი. აი, მერ­ვე­ში კი ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ამის მი­ზე­ზი ერთი ლა­მა­ზი გო­გო­ნა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით შე­მიყ­ვარ­და. ჰოდა, ჩემს საკ­ლა­სო ჟურ­ნალ­ში ორი­ა­ნე­ბის მომ­რავ­ლე­ბა მა­შინ და­ი­წყო. უკვე პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დის ბო­ლოს ყვე­ლა სა­გან­ში ორი­ა­ნი მე­წე­რა. ერ­თა­დერ­თი ფრი­ა­დი სიმ­ღე­რა­ში მქონ­და. მა­მა­ჩე­მი მკაც­რი აღ­მზრდე­ლი იყო. ეს იცოდ­ნენ სკო­ლა­ში, თუმ­ცა ბევ­რი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ მა­ინც გა­და­წყდა, მი­ეწ­ვი­ათ სა­მას­წავ­ლებ­ლო­ში. მეც იქ ვი­ყა­ვი და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ქე­თე­ვან ჭა­ნუყ­ვა­ძემ მორი­დე­ბით გა­და­უ­შა­ლა მა­მას საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლი. თა­ნაც შუ­ა­ში ჩად­გა, ბავ­შვი არ შე­მო­აკ­ვდე­სო (ამის მეც მე­ში­ნო­და). მა­მა­ჩემ­მა ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რა ჩემი "წარ­მა­ტე­ბის“ ამ­სახ­ვე­ლი ორი­ა­ნე­ბის რიგი და იკი­თხა:

- ბო­ლო­ში ხუ­თი­ა­ნი რაში აქვს?

- სიმ­ღე­რა­ში - უპა­სუ­ხა ხა­ლი­სი­ა­ნად.

- აი, სიმ­ღე­რა მე ვას­წავ­ლე და თქვენ აფერს არ აკე­თებთ აქა­ნა? - თქვა და მკაც­რად გა­და­ხე­და სახ­ტად დარ­ჩე­ნილ მას­წავ­ლებ­ლებს.

სხარ­ტი გუ­რუ­ლე­ბი

ჩემს ლა­მაზ სო­ფელ­ში ლა­მა­ზი, პურ-ღვი­ნი­ა­ნი, ხა­ლა­სი იუ­მო­რის მქო­ნე ბრძე­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობს. უჭირთ თუ ულ­ხინთ, იუ­მო­რის გრძნო­ბას არ კარ­გა­ვენ. სის­ხამ დი­ლით თუ და­გი­ნა­ხეს, - ვინ მოგ­დევ­და, ძილი და­გეს­რუ­ლე­ბი­ნაო, - გაგ­კენ­წლა­ვენ.

თუ ხშირ-ხში­რად და­მი­ნა­ხა­ვენ ჩა­სულს, - "პრა­ვად­ნი­კად“ ხომ არ და­გი­წყია მუ­შა­ო­ბაო? - შე­მე­კი­თხე­ბი­ან.

თუ და­მიგ­ვი­ან­და ჩას­ვლა, - წა­მო­დი, დე­და­შენს გა­გაც­ნო­ბო, - მე­ტყვუ­იან, ანაც კი­დევ: - რე­ი­ზა ჩა­მო­დი, ჯე­მა­ლი, ფული გა­გი­თავ­და თუ ფქვი­ლიო?

გუნ­დი თუ გყავს

1996 წლის 26 მა­ისს ჩემს გუნდთან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ვი­დე­ქი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ე­დან­ზე ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე გა­მოჩ­ნდა, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ამა­ლის თან­ხლე­ბით. შეგ­ვამ­ჩნია და წა­მო­ვი­და ჩვენ­კენ. მოგ­ვე­სალ­მა. მოგ­ვი­ლო­ცა დღე­სას­წა­უ­ლი. შემ­დეგ თით­ქოს შე­მოგვჩივ­ლა - ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა. მეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიმ­ღე­რებ­დი, მაგ­რამ გუნ­დი არ მი­ვარ­გაო, - და ცერა თი­თით ზურგს უკან მდგომ მთავ­რო­ბის წევ­რებ­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნა. მინ­დო­და, მეთ­ქვა - ჩემი გუნ­დი მე თვი­თონ შე­ვარ­ჩიე-მეთ­ქი. მაგ­რამ ვერ შევ­ბე­დე.

ქუ­თა­ი­სე­ლებს უხა­რო­დათ

1982 წელს 10 მარტს თბი­ლის­ში ახ­ლად შექ­მნი­ლი ქუ­თა­ი­სის ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის ან­სამ­ბლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. პრე­მი­ე­რა დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა. ბა­ტო­ნი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე დაგ­ვეს­წრო. თან მა­შინ­დე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ბი­უ­როს წევ­რე­ბი იახ­ლა უკ­ლებ­ლივ. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ კუ­ლი­სებ­ში შე­მობ­რძან­და, მოგ­ვი­ლო­ცა, გვი­თხრა, - რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, პრე­მი­ე­რამ მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ი­ა­რა. მთე­ლი გუ­ლით გი­ლო­ცავ­თო. თქვე­ნი აქ მობ­რძა­ნე­ბით მწვერ­ვალ­ზე აგ­ვიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი, - მო­ვახ­სე­ნე. - კიო - მი­პა­სუ­ხა, - მწვერ­ვალ­ზე ას­ვლა ძნე­ლია, ჩა­მო­ვარ­დნა - ძა­ლი­ან ად­ვი­ლიო... შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მე­კი­თხა:

- ჯე­მალ, სა­და­უ­რი ხარ, შენ?

- გუ­რუ­ლი, ვუ­პა­სუ­ხე ამა­ყად.

- მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი?

- ისიც გუ­რუ­ლია.

- მხატ­ვა­რი მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლიც გუ­რუ­ლია, ხომ?

- დიახ.

- ქუ­თა­ი­სის ქა­ლაქკო­მის მდი­ვა­ნი?

- გუ­რუ­ლი ვარ, - გაკ­ვირ­ვე­ბით უპა­სუ­ხა ნუგ­ზარ რუ­ხა­ძემ.

- მეც გუ­რულ ვარ და აბა, ამ ქუ­თა­ი­სე­ლებს ნეტა, რა უხა­რი­აო? - გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა ბა­ტონ­მა ედუ­არ­დმა.

არ­ტემს "კტა­რი“ მარ­თლა არ ჰქვია

ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა დიდი ბა­ბუ­ის ხსოვ­ნას წიგ­ნი მი­უ­ძღვნა სა­ხელ­წო­დე­ბით "ბა­ბუა“. ან­ზორ­თან სახ­ლში გახ­ლდით სტუმ­რად. სა­ნამ სა­ჩუ­ქარს გად­მომ­ცემ­და, სა­მახ­სოვ­რო წარ­წე­რას აკე­თებ­და ზედ. სი­ა­მა­ყით სავ­სე ან­ზო­რის დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ეთე­რიმ მკი­თხა:

- ახლა კტა­რი ქვია ვი­თომ არ­ტემს? - არა, ცო­ცხა­ლია, აგე­რაა, მი­ო­რე ოთახ­ში, დუ­უ­ძა­ხე და გა­მო­ვაო, - უპა­სუ­ხა დე­დას თა­ვა­უ­ღებ­ლად ან­ზორ­მა.

პა­ტა­რა სა­თხო­ვა­რი

გააგრძელეთ კითხვა