მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბინას ყიდის? - ექსპრეზიდენტის სახლის აქამდე უცნობი ფოტოები: რას წერს უკრაინული მედია - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბინას ყიდის? - ექსპრეზიდენტის სახლის აქამდე უცნობი ფოტოები: რას წერს უკრაინული მედია

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში ბი­ნას ყი­დის. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს.

გა­მო­ცე­მა strana წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა არის ბოლო სარ­თულ­ზე, მან­სარ­დით და ხე­დით ზღვის­კენ.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ნის ფო­ტო­ებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც strana წერს, ბი­ნის სა­ბაზ­რო ფასი, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ათა­სი დო­ლა­რია, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად გა­ი­ყი­დე­ბა ის ახლა, რად­გან ომის პე­რი­ოდ­ში ბი­ნე­ბის ფასი უკ­რა­ი­ნა­ში მკვეთ­რად გა­ი­ა­ფე­ბუ­ლია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, 2021 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ ის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. ამ დრო­ის­თვის სა­ა­კაშ­ვილს კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" მკურ­ნა­ლო­ბენ.

ფოტოები იხილეთ ლინკზე