რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე?

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი პაციენტის, თუ მსჯავრდებულის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული.

„ჩვენი სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში ჩართული იქნება პროცესში, თუ მომართვა იქნება პენიტენციური სამსახურიდან. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი, ასევე ის კლინიკა, სადაც პაციენტის მკურნალობა ხდება, მაღალკვალიფიციურია, შესაბამისად, აკრედიტებულია და ვფიქრობ, რომ მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე არ არსებობს კითხვა პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანასა და მკურნალობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განიხილა ეს საკითხი და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის და ყველა ის საჭირო სერვისი, რაც პაციენტს უნდა მიეწოდებოდეს, მიეწოდება. საქართველოში ნებისმიერი პაციენტის თუ მსჯავრდებულის უფლებები არის მაქსიმალურად დაცული და დიამეტრულად განსხვავებულია იმისგან, 10 წლის წინ რაც ხდებოდა სისტემაში და ყველა პაციენტს ერთნაირად, გულისხმიერად და მაღალკვალიფიციურად ემსახურებიან, როგორც ექიმები, ასევე პენიტენციური სამსახური“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"