ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა" - კვირის პალიტრა

ომში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახს პრემიერის შვილის გატაცება ბრალდება - "აშოტ ფაშინიანს ქალმა უთხრა რომ, დასაკარგი არაფერი ჰქონდა"

ყა­რა­ბა­ღის ომში და­ღუ­პუ­ლი სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცის ოჯა­ხის წევ­რებს, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შვი­ლის გა­ტა­ცე­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, სომ­ხეთ­ში აშოტ ფა­ში­ნი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

"გამ­ტა­ცებ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია "შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლის" წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 44-დღი­ა­ნი ომის დროს და­ღუ­პუ­ლი სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცე­ბის მშობ­ლებ­მა შექ­მნეს. 8 მა­ისს მათ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო...

მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის გა­რიკ გა­ლე­ი­ა­ნის, გა­ი­ა­ნე მარ­ტი­რო­სი­ა­ნის, ვი­გენ აზა­ტი­ა­ნი­სა და ვაიდ სა­ა­კი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ" - წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის თქმით, არა­ვი­თა­რი გა­ტა­ცე­ბა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, მათ აშოტ ფა­ში­ნი­ანს აი­ძუ­ლეს მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მა, მან კი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­დახ­ტო­მა სცა­და, რის შემ­დე­გაც მას ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა ეს გან­ზრახ არ მომ­ხდა­რა... შე­დე­გად, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვაჟს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ქვე­და კი­დუ­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლის" წევ­რე­ბი ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

"შვი­ლე­ბის ძა­ხი­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ შე­ნიშ­ნეს, თუ რო­გორ გა­მო­ვი­და აშოტ ფა­ში­ნი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო შე­ნო­ბი­დან მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი იქ აქ­ცი­ას მარ­თავ­დნენ. მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ფი­ზი­კურ­ში გა­და­ი­ზარ­და.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შვილს თავს ეს­ხმი­ან. 2 აპ­რილს, სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა ალენ სი­მო­ნი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ აშოტ ფა­ში­ნი­ანს უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ესხნენ თავს. თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი არ შე­სუ­ლა და აშოტ ფა­ში­ნი­ან­მაც, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ გა­მო­ცე­მა Айкакан Жаманак -თან სა­უ­ბარ­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო. (გააგრძელეთ კითხვა)