თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც რუსული თვითმფრინავი უნდა დაჯდეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული - კვირის პალიტრა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც რუსული თვითმფრინავი უნდა დაჯდეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც რამდენიმე წუთში რუსული თვითმფრინავი დაჯდება, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეების აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე შესვლას აკონტროლებენ.

როგორც პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხვა რეისით ჩამოფრინდა საქართველოში და აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია აეროპორტის შიდა ტერიტორიაზეც არის მობილიზებული.

საპატრულო პოლიციის მობილიზებაზე ისაუბრა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

„სადაც არის აქცია დაანონსებული, იმის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ყოველთვის იმყოფებიან ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.