სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ინიციატივით მიმართავს.
"100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომლებიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ" - წერია სალომე ზურაბიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.