"უჭკუოებს არ ესმით, რომ მრავალეროვნება რუსეთს აძლიერებს" - კვირის პალიტრა

"უჭკუოებს არ ესმით, რომ მრავალეროვნება რუსეთს აძლიერებს"

დასავლეთმა თითქმის მთელი თავისი არსენალი მიმართა რუსეთის წინააღმდეგ და სურს მისი ათეულობით ნაწილად დაყოფა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეთნიკურ ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთზე, რუსულ საზოგადოებაზე აგრესიული გარე ზეწოლა ხდება და მიმდინარეობს ძლიერი ანტირუსული პროპაგანდა.

მანვე ასევე აღნიშნა, რომ თავს დაესხნენ რუსეთის ისტორიას, კულტურას, სულიერ ფასეულობებს.

"დასავლეთი ასევე ცდილობს სოლის ჩარჭობას ხალხთა ძმობაში“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ოპონენტები მის სუსტ წერტილად ქვეყნის მრავალეროვნებას მიიჩნევენ და რუსეთში მცხოვრები ხალხის დაყოფას აპირებენ.

"მოწინააღმდეგეები აწყობენ პროვოკაციებს ეროვნულ თემებში, თავხედურად აცხადებენ, რომ აუცილებელია დეკოლონიზაცია. ისინი ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დაიყოს ათეულობით მცირე სახელმწიფო ერთეულად, რათა შემდეგ დაემორჩილოს მათ ნებას და გამოიყენოს ისინი საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის,“- განაცხადა მან.

პუტინმა აღნიშნა, რომ უჭკუოებს არ ესმით, რომ ქვეყნის მრავალეროვნება აძლიერებს რუსეთს და ყველა პროვოკაციების შედეგად ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება.

კრემლის ლიდერმა ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ახალი სუბიექტების რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიაში კორექტირება უნდა მოხდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეგიონები ასევე მრავალეროვნულია - რუსებისა და უკრაინელების გარდა, ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ბელარუსები, თათრები, ბერძნები, სომხები და ებრაელები.

"ინტერპრესნიუსი"