"ღამე ჭამთ და მთელი ღამე არ გძინავთ" - ლადო კახაძე დეპუტატებს მიმართავს
მმართველი პარტიის დეპუტატი ლადო კახაძე დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაინტერესდა თუ რამდენად იკვებებიან სწორად მისი კოლეგები.
"მოგმართავთ, ვინც დარბაზში ხართ და ყველას, ვინც მე მისმენს. გელაპარაკებით, როგორც ექიმი - რომელი იკვებებით ნორმალურად? კვების კულტურა არის ნული. მუცლადმმყოფი ნაყოფი 280 დღე, პლიუ-მინუს 14 დღე ფიზიოლოგიური ოსულობისას. პერმანენტულად იკვებება მისი საკუთარი პოტენციალის გასაძლიერებლად დედის მეოხებით. დაბადების მერე ექვსჯერად კვებაზე გადადის, მერე ხუთჯერადზე და მერე ოთხჯერად კვებაზე: საუზმე, სამხარი, სადილი, ვახშამი. ეს სკოლაში უნდა ისწავლებოდეს არა ბიოლოგიისს და ქიმიის მასწავლებლის მიერ, არამედ ექიმის მიერ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა სკოლაში. მანქანა არ დაიქოქება თუ საწვავის აუზი ცარიელი აქვს, ან უხარსხო საწვავი თუ ჩაასხით, გზაში გაგიფუჭდებათ, კვებას აქვს თავისი კლასიკური განმარტება. საკვები კალორაჟის 50% უნდა მიიღოდთ დილას. რომელი აკეთებთ ამას? ყავას სვამთ და გარბიხართ, სამხარზე, 25% უნდა მიიღოთ, 15% სადილზე და ძილის წინ კი 10 % ვახშამი. თქვენ ღამე ჭამთ და მთელი ღამე არ გძინავთ. ეს ყველაფერი განათლების პრობლემაა და ამაზე უნდა ვმსჯელობდეთ." - განაცხადა ლადო კახაძემ.