საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ - კვირის პალიტრა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩეთ.

როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"