მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან - გაიმართება თუ არა ლავროვის ნათესავების გრანდიოზული ქორწილი კახეთში - კვირის პალიტრა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან - გაიმართება თუ არა ლავროვის ნათესავების გრანდიოზული ქორწილი კახეთში

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხმა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქორ­წი­ლის­თვის ჩა­მო­ვიდ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ლავ­რო­ვი და მისი ოჯა­ხი, მათ შო­რის შვი­ლი და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­ხეთ­ში ქორ­წილს ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრ ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმა, მუ­სი­კო­სი, მოშე ვი­ნო­კუ­რო­ვი მეტ­სა­ხე­ლით მიკა ვინო იხ­დის. ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ წყვილ­მა დღეს თბი­ლის­ში ხელი მო­ა­წე­რა.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი წყვი­ლი ხვალ სას­ტუმ­რო კომ­პლექს "ახა­შე­ნი ვაინ რი­სორთ ენდ სპა"-ში გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბას გა­მარ­თვას აპი­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სტუმ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და მათი დიდი ნა­წი­ლი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია - ზოგი ახა­შე­ნის სას­ტუმ­რო­ში, ზო­გიც კი ყვარ­ლის ტბის პი­რას.

სი­უ­ჟეტ­ში "მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი Kvareli Lake Resort-ს ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ თით­ქოს ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ის წამ­რო­მად­გე­ნე­ლი იყო და ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვას სა­ხელ­ზე შეკ­ვე­თი­ლი თა­ი­გუ­ლი უნდა გა­ეგ­ზავ­ნა. სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უპა­სუ­ხა, რომ თა­ი­გუ­ლი სწო­რად მი­აქვთ.

პო­ლი­ტი­კოს­მა, "დრო­ას“ ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მა­საც აქვს ინ­ფორ­მა­ცია ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის თა­ო­ბა­ზე.

"ლავ­რო­ვის შვი­ლი, თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რომ­ლის ძმის ქორ­წი­ლიც გა­და­ი­ხა­დეს თბი­ლის­ში და ახლა წაბ­რძან­დნენ ყვა­რელ­ში და ახა­შენ­ში. დიახ, მთე­ლი დიდი ჯგუ­ფი რუ­სე­ბის, ძა­ლი­ან ღიად და თა­ვი­სუფ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან.... ლავ­რო­ვის, რო­მელ­მაც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს არარ­სე­ბო­ბის­თვის აკე­თა ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­ეძ­ლო, აკე­თა ყვე­ლა­ფე­რი და სის­ხლისღვრა ამარ­თლა ყვე­ლა ტრი­ბუ­ნა­ზე, ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დია რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის, მისი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ლავ­რო­ვი რომ თა­ვის შვილს აქ უშ­ვებს, ეს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს?“ - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ტუმ­რო "Kvareli Lake Resort • ყვარ­ლის ტბა“-მ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ და რომ "ლავ­რო­ვის შვი­ლის სტუმ­რო­ბა ყვარ­ლის ტბა­ზე სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა". "გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა! ვა­ცხა­დებთ, რომ ლავ­რო­ვის შვი­ლის სტუმ­რო­ბა ყვარ­ლის ტბა­ზე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, არც ლავ­რო­ვის გვა­რით გვი­ფიქ­სირ­დე­ბა სტუ­მა­რი და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.სამ­წუ­ხა­როდ, მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვინ არის ლავ­რო­ვის სიძე

ეკა­ტე­რი­ნა ლავ­რო­ვამ და ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­როვ­მა ერ­თმა­ნე­თი 2008 წელს ლონ­დონ­ში ას­პი­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნეს. წყვილ­მა 2010 წელს იქორ­წი­ნეს. იმა­ვე წელს შე­ე­ძი­ნათ ვაჟი ლე­ო­ნი­დი და 2013 წელს - ქა­ლიშ­ვი­ლი. კა­ტე­რი­ნა ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და დიდ ოჯახ­ზე, რად­გან ის მისი მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო. (გააგრძელეთ კითხვა)