"ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ... დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინეს და უარის თქმის საფუძველი არ იყო" - რას აცხადებენ "ქორწინების სახლში"?
თბილისში არსებული ქორწინების სახლის მენეჯერი ამბობს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ სანქცირებულ რუს მოქალაქეებს აქორწინებდნენ.
მისივე თქმით, წყვილმა დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინა და უარის თქმის საფუძველიც არ არსებობდა.
"რასაკვირველია, არ ვიცოდით ვის ქორწინებას ვაფორმებდით. რუსულს პასპორტს ბევრი წარადგენს ხოლმე, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველები და უკრაინელებიც. ასე რომ რუსული პასპორტი მგონი დისკრიმინაცია არ არის.
ქორწინების რეგისტრაციამდე საჭიროა მოგვმართოთ მაქსიმუმ, ორი თვით ადრე. მათ დოკუმენტაცია სრულყოფილად წარმოადგინეს და შესაბამისად, უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. პლიუს, ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ. ქორწინება დახურული არ იყო, შეგიძლიათ ამოიღოთ კამერების ჩანაწერებიც. პირადი დაცვა, ან ვინმე მსგავსი არ ახლდათ. იყვნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები". - განუცხადეს "ტვ პირველს" ქორწინების სახლში. (გააგრძელეთ კითხვა)