"2008 წლის შემდეგ, როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას სააკაშვილი" - კობახიძე - კვირის პალიტრა

"2008 წლის შემდეგ, როდესაც მიხალკოვის შვილის ქორწილი შედგა საქართველოში, მაშინ პირადად ესტუმრა მას სააკაშვილი" - კობახიძე

"თქვენ გახ­სოვთ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 2008 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც მი­ხალ­კო­ვის შვი­ლის ქორ­წი­ლი შედ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ პი­რა­დად ეს­ტუმ­რა მას მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი" - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ყვა­რელ­ში, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის ოჯა­ხის წევ­რის სა­ვა­რა­უ­დო ქორ­წილ­თან და „ყვარ­ლის ტბას­თან“ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძე ყვე­ლა მხა­რეს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და აცხა­დებს, რომ „ქსე­ნო­ფო­ბი­ის ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის“.

"გვახ­სოვს ასე­ვე დღე­ვან­დე­ლი ლი­ბე­რალ-ფა­შის­ტე­ბის აღელ­ვე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი. დრეს იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ით. ეს არის ორ­მა­გი სტან­დარ­ტი, რაც მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ამ ყვე­ლა­ფერს აქვს მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი. ეს მი­ზა­ნი არის ეს­კა­ლა­ცია, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა და მთა­ვა­რი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი არი­ან დღეს სცე­ნა­ზე: ხოშ­ტა­რია, მე­ლია და ა.შ.

რო­დე­საც სა­უ­ბა­რია კონ­კრე­ტუ­ლი რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ზე პირ­ვე­ლი სა­ხე­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აქვს ხოლ­მე ყო­ველ­თვის ხოშ­ტა­რი­ას თუ და­აკ­ვირ­დე­ბით. პოზ­ნე­რის შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო. ახ­ლაც ამ­ტკი­ცებს, ზუს­ტად იცის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კავ­ში­რე­ბი აქვს ასე­თი ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, რომ ის პირ­ვე­ლი იგებს რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.