ვის ეკუთვნის სასტუმრო "ყვარლის ტბა", რომელიც გუშინდელი დღიდან მოვლენების ეპიცენტრშია? - კვირის პალიტრა

ვის ეკუთვნის სასტუმრო "ყვარლის ტბა", რომელიც გუშინდელი დღიდან მოვლენების ეპიცენტრშია?

დღეს დი­ლი­დან "ყვარ­ლის ტბას­თან“ ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა, რის შე­დე­გა­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ა­კა­ვეს. ად­გილ­ზე პრო­ტეს­ტი დი­ლი­დან და­ი­წყო და ამის მი­ზე­ზი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ია, რომ­ლის თა­ნახ­მად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი "ყვარ­ლის ტბა­ზე" იმ­ყო­ფე­ბო­და.

გუ­შინ "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ოჯა­ხი კა­ხეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ქორ­წი­ლი ლავ­რო­ვის სი­ძის, ალექ­სან­დრე ვი­ნო­კუ­რო­ვის ძმას უნდა გქო­ნო­და.თუმ­ცა ცოტა ხნის წინ პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სერ­გეი ლავ­რო­ვის სი­ძის ძმის ქორ­წი­ლი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა და ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­სუ­ლია. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბაა.

თა­ვად სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბის" ად­მი­ნის­ტრა­ცია გუ­შინ­დე­ლი­დან უარ­ყოფ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის შვი­ლის მათ­თან სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ლავ­რო­ვის გვა­რით სას­ტუმ­რო­ში სტუ­მა­რი არ ფიქ­სირ­დე­ბა და არც აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ვის ეკუთ­ვნის სას­ტუმ­რო "ყვარ­ლის ტბა", რო­მე­ლიც გუ­შინ­დე­ლი დღი­დან მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრშია?

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სას­ტუმ­რო "ყვა­რე­ლი ლეიკ რე­ზორ­თი", შპს "ყვა­რე­ლი პა­ლა­სის" სა­კუთ­რე­ბაა. თა­ვის მხრივ, "ყვა­რე­ლი პალ" 100%-ს, 2009 წელს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შპს "აგ­რო­გან­ვით­რე­ბა" ფლობს, რომ­ლის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­ა­სის არ­ჩილ გე­გე­ნა­ვა და მის ძმა არი­ან... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­ზე"