რუსთაველის გამზირზე საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია, ლოზუნგით, “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”, მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დაუყოვნებლივ შეწყდეს და ასევე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დღეს სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" აქციაზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.