არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ წესით არის დაკავებული.
კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ამ წუთებში, პარტია “დროას” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
პარტიის ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან, მაშინ დააკავეს, როდესაც უკვე დაჭერილ აქტივისტებთან ადვოკატის შეშვებას მოითხოვდა.