"საუკეთესოები ბრუნდებიან” - რას წერს "ამერიკის ვარსკვლავი” ნუცა ბუზალაძის შესახებ
ქართველმა ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ მთელი ამერიკა აალაპარაკა, როცა გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც "ამერიკის ვარსკვლავის" 12-ეულში მოხვედრა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მან შოუ დატოვა, პროექტის ფინალურ ეტაპზე, ნუცა დიდ სცენაზე ცნობილ ვარსკვლავთან ერთად იმღერებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ნუცა ამბობს, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდება, როდესაც გაიგებს, ვისთან იმღერებს დუეტს მუსიკალური პროექტის ფინალში. ცნობილია, რომ მუსიკალური პროექტის ფინალი 21 მაისს გაიმართება. ნუცას და სხვა საუკეთესო 12 მონაწილის შესახებ American Idol-მა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საუკეთესოები კონკურსში ბრუნდებიან.
„მოგენატრათ ჩემი ხილვა ტელევიზიაში?…21 მაისს American Idol-ის გრანდიოზულ ფინალში ვბრუნდები. „ჩემი უდიდესი ოცნებისკენ სვლა დაიწყო”, – წერს ნუცა ბუზალაძე. ის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერშიც ჩაერთო, სადაც American Idol-ის ფინალის შესახებ ისაუბრა:
„21 მაისს გვაქვს ფინალი და ძალიან ბევრი სიურპრიზი გვაქვს მაყურებლისთვის. რა შემმატა ამ პროექტმა, ყველამ იცის რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ჩამოვსულიყავი ამერიკაში, კერძოდ ჰოლივუდში. არ მიყვარს რამის გაჟღერება, სანამ ბოლო ნაბიჯამდე არ მივალ ხოლმე. იხილეთ სრულად