არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი - რა მოხდა გურჯაანში? - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი - რა მოხდა გურჯაანში?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"