"აქედან არის ბავშვი იძულებით გადაყვანილი...აუცილებლად გიპოვი, საშინლად დაგსჯი" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - კვირის პალიტრა

"აქედან არის ბავშვი იძულებით გადაყვანილი...აუცილებლად გიპოვი, საშინლად დაგსჯი" - რას ამბობს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის მო­ზარ­დის, ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს დედა ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი "შა­ბა­თის ფორ­მუ­ლას­თან" ამ­ბობს, რომ ერთი პრო­ცენ­ტი­თაც კი არაა და­საშ­ვე­ბი, რომ მისი შვი­ლი არ მო­უკ­ლავთ.

"მე რო­გორც სი­ცო­ცხლე­ში ვი­ყა­ვი ანის დედა, კვლავ ვარ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ანის­თვის, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ სი­მარ­თლეს. რკი­ნის ქა­ლამ­ნებს ჩა­ვიც­ვამ. რო­გორ და რა­ტომ მოხ­ვდა იმ ად­გი­ლას ბავ­შვი თუ ძა­ლით შეყ­ვა­ნი­ლი და მოკ­ლუ­ლი არაა?! და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­გი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს) ორი აზრი არ არ­სე­ბობს, რომ ბავ­შვი მოკ­ლუ­ლი არაა. აქ ასი პრო­ცენ­ტი­დან ერთი პრო­ცენ­ტი არ არის და­საშ­ვე­ბი.

მო­ჩანს რომ ქა­ნა­ობს აქ (პარკში, სა­ქა­ნე­ლა­ზე) ამის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა სახ­ლის­კენ რო­მე­ლიც არის, მი­დის, იმ გზას მიჰ­ყვე­ბა, ამ ბი­ლი­კით მი­დის, კა­მე­რა­ში მო­ჩანს, რომ ეს ბი­ლი­კია, ეს არის უახ­ლო­ე­სი გზა სახ­ლამ­დე, ყვე­ლა­ზე მოკ­ლე გზა, რო­მელ­საც ის იყე­ნებ­და", - ამ­ბობს ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლი.

მთა­ვა­რი გზის გვერ­დით არის ნა­გავ­საყ­რე­ლი, ბუჩ­ქე­ბი და სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხი, ანის დე­დის ვერ­სი­ით, ძა­ლა­დო­ბა სწო­რედ იქ იწყე­ბა. "იქ არის სახ­ლი, ეს გზა, ეს სა­ნაგ­ვე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გიმოკ­ლებ­დეს გზას?! აქე­დან არის ბავ­შვი იძუ­ლე­ბის წე­სით გა­დაყ­ვა­ნი­ლი, იმი­ტომ რომ მისი მრა­ვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ამა­ზე მე­ტყვე­ლებს. ნა­ხეთ, რა სი­მაღ­ლი­საა იმის­თვის, რომ აქ გა­და­ა­ბი­ჯოს ბავ­შვმა ნე­ბით ღამე, სიბ­ნე­ლე­ში.

ტე­ლე­ფო­ნი არის ნა­პოვ­ნი აქ. ანუ აქ მოხ­და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, რომ­ლის შე­დე­გად, ბავ­შვს ტე­ლე­ფო­ნი ან წა­არ­თვეს, ან გა­და­ვარ­და, ტე­ლე­ფო­ნი არის დამ­სხვრე­უ­ლი. ბავ­შვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ყვი­რო­და, ამის გამო ბავ­შვს პირ­ზე ხელი აქვს აფა­რე­ბუ­ლი, სტრე­სის გამო, ან იმი­ტომ, რომ თავ­ში აქვს ჩარ­ტყმუ­ლი და ტვი­ნის შერ­ყე­ვის გამო, აქვს და­წყე­ბუ­ლი პირ­ღე­ბი­ნე­ბა. და ეს ღე­ბი­ნე­ბის პრო­ცე­სი და ყვი­რი­ლი რომ იყო, პირ­ზე აქვს ხელი აფა­რე­ბუ­ლი, რომ ხალ­ხს არ გა­ე­გო­ნა. აქ არის სრუ­ლი სიბ­ნე­ლე, ეს კორ­პუ­სი შე­უ­სახ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლია, არა­ფე­რი არ ჩანს. ეს არის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ მას არ დას­ცალ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა. ეს ად­გი­ლი შე­და­რე­ბით გაშ­ლი­ლია, ამი­ტომ ბავ­შვი რომ არ ეპო­ვათ, გა­დაჰ­ყავს იქ.

ამ ად­გი­ლას პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ არ მო­ძებ­ნი­და იმი­ტომ, რომ ვე­რა­ვინ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ აქ ბავ­შვი იყო, ყვე­ლა ეძებ­და ბავ­შვს გაშ­ლილ სივ­რცე­ში ჩემ გარ­და. მე ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლი ასეთ დროს რომ სახ­ლში არ იყო, ვგრძნობ­დი, მას რა­ღაც ცუდი სჭირ­და.

მინ­და ვუ­თხრა მას, აუ­ცი­ლებ­ლად გი­პო­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად დაგსჯი, სა­შინ­ლად დაგსჯი, ისე დაგსჯი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არა­ვინ დას­ჯი­ლა", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დიდ დი­ღომ­ში 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.საქ­მე­ზე, ბავ­შვის დე­დას და "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ ად­ვო­კა­ტებს სსიპ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის ასლი 28 აპ­რილს გა­და­ე­ცათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გო­გო­ნას სხე­ულ­ზე 40-მდე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სი­აა.