"ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მინდა მოვყვე..." - გოგა ხაჩიძე კადრზე, რომელიც დღის ფოტოდ იქცა - კვირის პალიტრა

"ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ მინდა მოვყვე..." - გოგა ხაჩიძე კადრზე, რომელიც დღის ფოტოდ იქცა

ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ფო­ტო­ზე ჩანს ნაგ­ვის ურ­ნი­დან გად­მოყ­რი­ლი წიგ­ნე­ბი. ერთი წიგ­ნი კი და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს აქვს ხელ­ში და კი­თხუ­ლობს.

"ამ ფო­ტომ იმ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, სად? ვინ? რო­დის?... რომ მინ­და მოვ­ყვე:დღეს, მოვ­დი­ო­დი მან­ქა­ნით, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მი­წის­ქვე­შა კვე­თა­ზე ჩა­ვუ­ა­რე ამ ამ­ბავს, და­ვი­ნა­ხე თუ არა, ზუს­ტად მივ­ხვდი რომ კარ­გი ფოტო გა­მო­ვი­დო­და.

ცოტა მო­შო­რე­ბით გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, ფე­ხით სწრა­ფად მოვ­ბრუნ­დი და და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა. რო­დე­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი 2 კად­რი კი­დევ გა­და­ვი­ღე და ვკი­თხე, ფოტო გა­და­გი­ღეთ და პრობ­ლე­მა ხომ არა­ა­თქო, თან ცერა თი­თის აწე­ვით ვა­ნიშ­ნე - კარ­გი სცე­ნაა მეთ­ქი. - არაა პრობ­ლე­მა. გა­ი­ღი­მე ფო­ტოს გვი­ღებ­სო, ფეხ­ზე მდგომ­მა უთხრა ჩა­ცუც­ქულს და ისიც წა­მო­ი­მარ­თა და რა თქმა უნდა, სრუ­ლად გაქ­რა ბუ­ნებ­რი­ო­ბა. თუმ­ცა ის ფოტო მა­ნამ­დე მქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე.