"მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ” - “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი სალომე ზურაბიშვილზე - კვირის პალიტრა

"მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ” - “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორი სალომე ზურაბიშვილზე

“ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის” დი­რექ­ტო­რი თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ "ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე ბო­დიშს არ მო­იხ­დის, ის ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ბორტზე დაშ­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა". გა­ი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა მას შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა, რაც პრე­ზი­დენ­ტმა “ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ისს" მოს­კოვ­ში ავი­ა­რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გამო ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცა­და.

"პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს:

არ მსურ­და ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტზე რამე მეთ­ქვა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ქალ­ბა­ტო­ნია, მაგ­რამ მის­მა სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბამ სხვა გზა არ და­მი­ტო­ვა. ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც მიმ­დი­ნა­რე წლის 15 სექ­ტემ­ბერს ოც­და­ა­თი წე­ლი­წა­დი უს­რულ­დე­ბა და, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად მრა­ვა­ლი ჭირ-ვა­რა­მი გა­მო­ი­ა­რა, ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და.

იმ დროს, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში და­სე­ირ­ნობ­და, ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი ხან­ძარ­მო­დე­ბულ აფხა­ზეთ­ში დაფ­რი­ნავ­დნენ და სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის იდე­ას ეწი­რე­ბოდ­ნენ. იმ დროს კი, რო­დე­საც 2008 წლის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ უარი თქვა ორად გახ­ლე­ჩილ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, ქარ­თვე­ლი ავი­ა­ტო­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად სა­ლი­ზინ­გო და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში დაფ­რი­ნავ­დნენ და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­დათ, რა­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად იხ­სნა იზო­ლა­ცი­ის­გან.

ამ­დენ უბე­დუ­რე­ბას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს შტურ­მი უსინ­დი­სო­ბაა და სხვა არა­ფე­რი, მი­თუ­მე­ტეს, იმ პრე­ზი­დენ­ტის­გან, რო­მელ­საც ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გიც კი არ გა­აჩ­ნია. გა­საკ­ვი­რია, თუ რა­ტომ იხარ­ჯე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი­დან იმ ქალ­ბა­ტო­ნის ყოვ­ლად უმიზ­ნო ვო­ი­ა­ჟე­ბის­თვის სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, ვი­საც ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ მო­ნაკ­ვეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­კე­თო არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია.

იგი დღე­საც ავადსახ­სე­ნე­ბელ გა­ხა­რი­ას სი­ტყვებს იმე­ო­რებს, რომ ავი­ა­კომ­პა­ნია პან­დე­მი­ის დროს ვი­თომ მდიდ­რდე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ისიც კი არ იცის, რომ პან­დე­მი­ის დროს კომ­პა­ნია გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო და გა­კოტ­რე­ბის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, დღეს კი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის რე­ჟიმ­შია. ეს იმ დროს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო­თა პრე­ზი­დენ­ტებ­მა უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი ჩა­ას­ხეს ეროვ­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში, ”ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ისს” კი არა­ვის­გან არა­ფე­რი მი­უ­ღია, გარ­და ხე­ლის­შეშ­ლი­სა.

გამ­დიდ­რე­ბა­ზე თუ არის სა­უ­ბა­რი, ქალ­ბა­ტონ­მა სა­კუ­თარ წი­ნაპ­რებ­ზე ილა­პა­რა­კოს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ხა­ზი­ნას­თან ერ­თად ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი გა­ძარ­ცვეს და სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცნენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი მში­ე­რი და­ტო­ვეს. მა­შინ ბეწ­ვზე ვართ გა­დარ­ჩე­ნი­ლი, ისე უმო­წყა­ლოდ ვი­ყა­ვით გა­ძარ­ცვუ­ლი.

რა უნდა ელა­პა­რა­კო ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ორი წლის წი­ნათ, ფრან­გულ ავი­ა­კომ­პა­ნია ”ეარ ფრან­სის” კუთ­ვნილ თვითმფრი­ნავს ტაშ-ფან­დუ­რით დახ­ვდა, შემ­დეგ კი, პი­ა­რის გა­სა­კე­თებ­ლად, პა­რიზ­ში გაჰ­ყვა. მას არა­სო­დეს გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, რომ ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას დახ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა, რა არის გა­საკ­ვი­რი, იგი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ყვე­ლამ იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველს უფრო მეტი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, ვიდ­რე ქალ­ბა­ტონ ზუ­რა­ბიშ­ვილს. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ადრე იტყოდ­ნენ, არ­ცერ­თი შრო­მა­დღე არა აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მო­ღა­ლა­ტედ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ჩანს, ვერც გრძნობს-ხოლ­მე თუ რო­გორ ღა­ლა­ტობს ადა­მი­ა­ნებს, საქ­ვეყ­ნო ინ­ტე­რე­სებს, სამ­შობ­ლოს. დიდი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე ყვე­ლაფ­რის­თვის, აფე­რუმ, რომ ასე უდ­გა­ხართ გვერ­დში ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას.

ავი­ა­რე­ი­სე­ბი არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო­თო, მოგ­ვი­წო­დებს ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც სამ­ტრე­დი­ა­ში სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლი გა­და­კე­ტეს, საბ­ჭო­თა ეკო­ნო­მი­კა უნდა და­ვან­გრი­ო­თო. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ახლა, რო­გორც ჩანს, იმა­ვე აზ­როვ­ნე­ბის ინერ­ცი­ით მოქ­მე­დებს და ჰგო­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გა­ჩე­რე­ბით რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას და­ან­გრავს. ან რა ტი­პის დე­მოკ­რა­ტი­აა ის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბამ აგ­რე­სი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის ჭკუ­ა­ზე ია­როს. დე­მოკ­რა­ტია სა­კი­თხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­და­წყვე­ტას ნიშ­ნავს, უმ­ცი­რე­სო­ბის ჭკუ­ა­ზე სი­ა­რულს კი დიქ­ტა­ტუ­რა ჰქვია. ბე­დის ირო­ნი­აა, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ ზუ­რა­ბიშ­ვილ­საც პრე­ზი­დენ­ტი ჰქვია და ერ­დო­ღან­საც, რო­მელ­მაც “თურ­ქიშ ეარ­ვე­ი­სი” მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უდი­დეს ავი­ა­კომ­პა­ნი­ად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, სტამ­ბოლ­ში კი რე­გი­ო­ნის უდი­დე­სი აე­რო­პორ­ტი აა­შე­ნა.

ბევ­რს აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ. ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ ეროვ­ნულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და, ჩვენ მას პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად ვა­ცხა­დებთ და, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე ბო­დიშს არ მო­იხ­დის, ჩვენს ბორტზე არ და­ვუშ­ვებთ”, - აცხა­დებს გა­ი­აშ­ვი­ლი.

ambebi.ge