ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - კვირის პალიტრა

ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ლა ლი­გის 35-ე ტურ­ში "ვა­ლენ­სი­ამ" "რე­ალს" უმას­პინ­ძლა და 1:0 და­ა­მარ­ცხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ღა­მუ­რებ­მა" "ბლან­კო­სი" 3 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად და­ა­მარ­ცხეს.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა მო­რი­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, ქარ­თველ­მა მე­კა­რემ 5 მო­გე­რი­ე­ბა შე­ას­რუ­ლა შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი "ვა­ლენ­სი­ას" უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა. "ღა­მუ­რე­ბის" დაც­ვის ხაზი სა­ი­მე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ამი­ტომ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს ბევ­რი საქ­მე არ ჰქო­ნია.

33-ე წუთ­ზე ჯას­ტინ კლუ­ი­ვერ­ტმა მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში ბრწყინ­ვა­ლედ იმოქ­მე­და და დი­ე­გო ლო­პე­სი ტიბო კურ­ტუ­ას­თან პი­რის­პირ და­ტო­ვა, 21 წლის შემ­ტევ­მა კი ლა ლი­გა­ში სა­დე­ბი­უ­ტო გოლი გა­ი­ტა­ნა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ბო­ლოს, ბა­რა­ხას გუნდს მე­ტო­ქეს­თან სხვა­ო­ბის გაზ­რდა კი­დევ შე­ეძ­ლო, თუმ­ცა ხავი გე­რას დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი კურ­ტუ­ამ მო­ი­გე­რია.

მე­ო­რე ტა­იმ­ში "რე­ა­ლი" გა­აქ­ტი­ურ­და, 91-ე წუთ­ზე ფე­დე­რი­კო ვალ­ვერ­დემ ახლო დის­ტან­ცი­ი­დან ძლი­ე­რად და­არ­ტყა, თუმ­ცა "მა­მარ­დამ" ურ­თუ­ლე­სი ბურ­თი მო­ი­გე­რია და "ვა­ლენ­სია" გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლის­გან გა­და­არ­ჩი­ნა. ამ მო­მენ­ტი­დან 3 წუთ­ში კი ქარ­თველ­მა მე­კა­რემ ტონი კრო­ო­სის სა­ჯა­რი­მო­დან დარ­ტყმუ­ლი მო­ი­გე­რია. "მა­მარ­დამ" და­მა­ტე­ბულ დრო­ში ერთი-ერ­თზე კა­რიმ ბენ­ზე­მა­საც აჯო­ბა და ამ­ჯე­რად ფრანგ ფორ­ვარდს არ გა­ა­ტა­ნი­ნა. ამის შემ­დეგ მო­ე­დან­ზე შეხ­ლა-შე­მოხ­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი, მსაჯ­მა მა­მარ­დაშ­ვილს ყვი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა, ვი­ნი­სი­უ­სი გა­ა­ძე­ვა და 90+18-ე წუთ­ზე და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩი დას­რულ­და.

ქარ­თვე­ლი მეკ­რე მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ აღი­ა­რეს.ამ­რი­გად, რუ­ბენ ბა­რა­ხას გუნ­დი 40 ქუ­ლით მე-13 ად­გილ­ზეა, გა­სა­ვარ­დნ ზო­ნას 5 ქულა აშო­რებს და მომ­დევ­ნო ტურ­ში გას­ვლა­ზე "მა­ლი­ორ­კას" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა - შეხ­ვედ­რა 25 მა­ისს, თბი­ლი­სის დრო­ით 21:30 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

"რე­ა­ლი" 71 ქუ­ლით მე-3 ად­გილ­ზეა. "ბლან­კო­სი" 24 მა­ისს, "რაიო ვა­ლე­კა­ნოს" შეხ­ვდე­ბა.

sportall.ge