10 წლის ქართველი გოგონას შთამბეჭდავი გამოსვლა ესპანეთის საბავშვო ხმაში და აღფრთოვანებული ჟიური: რას წერს ესპანური მედია (ვიდეო) - კვირის პალიტრა

10 წლის ქართველი გოგონას შთამბეჭდავი გამოსვლა ესპანეთის საბავშვო ხმაში და აღფრთოვანებული ჟიური: რას წერს ესპანური მედია (ვიდეო)

ბარ­ბა­რე მა­ხა­თა­ძე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც უცხო­ურ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­და. 10 წლის გო­გო­ნა ეს­პა­ნუ­რი სა­ბავ­შვო ხმის კონ­კურ­სან­ტია.

პა­ტა­რა მომ­ღე­რა­ლი ე.წ. ბრმა კონ­კურ­სზე გა­მო­ვი­და და სა­ო­ცა­რი ხმი­თა და შეს­რუ­ლე­ბით ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რზე მო­ახ­დი­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.

მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ ეს­პა­ნურ მა­უ­წყე­ბელ­ზე antena3-ზე გა­დის და რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ბარ­ბა­რეს შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, გო­გო­ნა მხო­ლოდ ერთი თვეა, რაც ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს."10 წლის ბარ­ბა­რე მა­ხა­თა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა და მხო­ლოდ ერთი თვეა რაც ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. მღე­რის ინ­გლი­სურ და ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სიმ­ღე­რებს. ამ­ბობს, რომ უყ­ვარს ფლა­მენ­კო", - ვკი­თხუ­ლობთ ბარ­ბა­რეს შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პა­ტა­რა მომ­ღე­რალ­მა ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა creep შე­ას­რუ­ლა. რო­გორც კი სიმ­ღე­რა და­ი­წყო, მის­მა ხმამ მწვრთნე­ლე­ბი გა­ა­ო­ცა და ღი­ლა­კის­თვის თი­თის და­ჭე­რა­ზე დიდ­ხანს არ უფიქ­რი­ათ. პირ­ვე­ლად სე­ბას­ტი­ან იატ­რა შე­მობ­რუნ­და და გო­გო­ნას შეს­რუ­ლე­ბას ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი ადევ­ნებ­და თვალს. სა­ბო­ლო­ოდ ოთხი­ვე მწვრთნე­ლი შე­მობ­რუნ­და და ყვე­ლას სურ­და, რომ ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი მის გუნდში ყო­ფი­ლი­ყო.

ბარ­ბა­რემ დე­ვიდ ბის­ბა­ლის გუნ­დი აირ­ჩია.

ბარ­ბა­რე მა­ხა­თა­ძის გა­მოს­ვლა ეს­პა­ნურ სა­ბავ­შვო ხმა­ში იხილეთ ლინკზე