როგორია "ყვარლის ტბის" მფლობელი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია "ყვარლის ტბის" მფლობელი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა

სასტუმრო ,,ყვარელი ლეიკ რეზორთი" ორიოდ დღის წინ სანქცირებულ რუს სტუმრებს მასპინძლობდა, რომელთა შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც ერივნენ. ჯერ რუსეთიდან პირველი პირდაპირი ავიარეისის შესრულებას, შემდეგ კი ამ ამბავს ქვეყანაში პროტესტი და აქციები მოჰყვა.

როგორც საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, სასტუმრო "ყვარელი ლეიკ რეზორთი", შპს "ყვარელი პალასის" საკუთრებაა. თავის მხრივ, "ყვარელი პალასის" 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს "აგროგანვითრება" ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი არჩილ გეგენავა და მის ძმა არიან.

წილები ასე ნაწილდება: არჩილ გეგენავა - 37.8%; 23-23% ეკუთვნით ივანე ნიკოლაიშვილს და გიორგი ჩუბინიშვილს; 16.15% კი, ანდრო გეგენავას საკუთრებაა. გააგრძელე კითხვა