"შენ ნული ხარ..." - პუტინისტი რასპუტინა ალა პუგაჩოვას დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

"შენ ნული ხარ..." - პუტინისტი რასპუტინა ალა პუგაჩოვას დაუპირისპირდა

"შენ ნული ხარ", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ეთე­რი­დან რუს­მა პუ­ტი­ნის­ტმა მომ­ღე­რალ­მა მაშა რას­პუ­ტი­ნამ ალა პუ­გა­ჩო­ვას. მისი თქმით, თვი­თონ უფრო ნი­ჭი­ე­რი იყო ყო­ველ­თვის, ვიდ­რე ალა.

რუ­სუ­ლი ტე­ლე­არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მომ­ღე­რალს იმ დღეს სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე უნდა ესა­უბ­რა, მაგ­რამ არ და­ა­ვი­წყდა მთა­ვა­რი მე­ტო­ქის პუ­გა­ჩო­ვას ხსე­ნე­ბა. მე­დი­ა­ში აქამ­დეც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­დნენ, რომ რას­პუ­ტი­ნას და პრი­მა­დო­ნას შო­რის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრო­ბა იყო. ახლა ომის მი­მართ პუ­გა­ჩო­ვას კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რას­პუ­ტი­ნას მისი გა­ლან­ძღვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა.

"პრი­მა­დო­ნე­ბი, დე­დოფ­ლე­ბი, პრინ­ცე­სე­ბი, იმ­პე­რატ­რი­ცე­ბი - მინ­და გი­თხრა, რომ ნა­გა­ვი ხარ. შენ ნული ხარ", - გა­ნა­ცხა­და რას­პუ­ტი­ნამ პუ­გა­ჩო­ვას მი­სა­მარ­თით.

მისი მტკი­ცე­ბით, ის უფრო ნი­ჭი­ე­რია, ვიდ­რე პუ­გა­ჩო­ვა. რას­პუ­ტი­ნას თქმით, მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმა აქვს.

"მე მაქვს უნი­კა­ლუ­რი ხმა, ვფლობ სიმ­ღე­რის რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კას, პუ­გა­ჩო­ვა კი მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მღე­რის. ხმა, არ­ტის­ტუ­ლო­ბა, გა­რეგ­ნო­ბა - ყვე­ლა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია", - დას­ძი­ნა პუ­ტი­ნის­ტმა. გააგრძელეთ კითხვა