"მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სხვებ­თან ერ­თად ვარ­დებს კრეჭ­და, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ყო­ფი­ლა... მერე მას "გვერ­დი­დან" ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ - "შიგ­ნით" უნდა შე­მოხ­ვი­დეო, მე­უბ­ნე­ბო­და" - როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი პოლიტიკაში - კვირის პალიტრა

"მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სხვებ­თან ერ­თად ვარ­დებს კრეჭ­და, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ყო­ფი­ლა... მერე მას "გვერ­დი­დან" ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ - "შიგ­ნით" უნდა შე­მოხ­ვი­დეო, მე­უბ­ნე­ბო­და" - როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი პოლიტიკაში

ჟურნალი "გზა", არქივი, 2014 წელი

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და მცხე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი - დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მი გახ­ლავთ. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე კარ­გი სამ­სა­ხუ­რიც ჰქონ­და და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მიც იყო. პო­ლი­ტი­კურ ორომ­ტრი­ალ­ში ჩარ­თვა კი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე უარ­ყო­ფით­მა პრო­ცე­სებ­მა და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას თხოვ­ნამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა.

ექი­მო­ბა და პო­ლი­ტი­კა

- სამი წლის წინ ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, პო­ლი­ტი­კა­ში წახ­ვა­ლო, ამა­ზე მე­ტად არა­ფე­რი გა­მაკ­ვირ­ვებ­და და გუ­ლი­ა­ნა­დაც ვი­ცი­ნებ­დი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი - ყელ-ყურ-ცხვი­რის ქი­რურ­გი ვი­ყა­ვი, ახლა უკვე ამ საქ­მი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად მოვ­წყდი. პა­ცი­ენ­ტე­ბი არ მაკ­ლდა და ბევრ ოპე­რა­ცი­ა­საც ვა­კე­თებ­დი. სა­კუ­თარ თავ­საც და ოჯა­ხის წევ­რებ­საც იმის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი, რომ კარ­გად და­ეს­ვე­ნათ, კარ­გად ჩა­ეც­ვათ, დრო გა­სარ­თო­ბა­დაც გვქონ­და და წა­სას­ვლელ-წა­მო­სას­ვლე­ლად და ა.შ. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან რა­ი­მე პი­რა­დუ­ლი პრობ­ლე­მა და და­პი­რის­პი­რე­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ რო­დე­საც ვხე­დავ­დი, ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, პრო­ტეს­ტი მიჩ­ნდე­ბო­და. სამი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ვფიქ­რობ­დი, დღეს კარ­გად ვართ, მაგ­რამ ხვალ მათ რას ვუ­ტო­ვებ-მეთ­ქი? ის ძა­ლა­დო­ბა ალ­ბათ ჩემს ოჯახ­შიც შე­მო­აღ­წევ­და. თუმ­ცა მი­ტინ­გებ­ზე არ დავ­დი­ო­დი და სა­ჯა­როდ არ გა­მოვ­დი­ო­დი. არც დრო მქონ­და, არც ინ­ტე­რე­სი, რომ დრო­შე­ბით მერ­ბი­ნა და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მი­მე­ცა.

- თქვენ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ოჯა­ხის ექი­მიც იყა­ვით. გვი­ამ­ბეთ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან და რო­გორ გა­ი­ცა­ნით იგი?

- სა­ე­ქი­მო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას არ გავ­ცემ, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი იყო. უბ­რა­ლოდ, ექი­მი დას­ჭირ­დათ და რა­ტომ­ღაც მე და­მი­კავ­შირ­დნენ. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას შე­სა­ხებ ბევ­რი რამ მქონ­და გა­გო­ნი­ლი, მაგ­რამ ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში სულ სხვა­ნა­ი­რი იყო. მისი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ტომ­ღაც ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, ყოვ­ლის­შემ­ძლე, მხარ­ბე­ჭი­ა­ნი და ულ­ვა­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცი წარ­მო­მედ­გი­ნა. ვაჟ­კა­ცო­ბა, სული, გული, ადა­მი­ა­ნო­ბა და ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ აკ­ლია. მოკ­ლედ, ზა­ფხუ­ლი იყო, მან­ქა­ნამ მო­მა­კი­თხა და შეკ­ვე­თილ­ში წა­ვე­დით. ეზო­ში რომ შე­ვე­დით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. ბა­ღი­დან სახ­ლამ­დე დიდი მან­ძი­ლი იყო გა­სავ­ლე­ლი და ერთ-ერთი წინ გა­მი­ძღვა. იქ ზოგი ყვა­ვი­ლებს სხლავ­და, ზოგი მი­წას ჩიჩ­ქნი­და და ყვე­ლას მი­ვე­სალ­მე. მათ ერთი კაცი გა­მო­ე­ყო, მა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვე­სალ­მე და გზა გან­ვაგ­რძე. დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ გა­მო­მი­ჩე­ნია. მერე კი აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც იდგა და სხვებ­თან ერ­თად ვარ­დებს კრეჭ­და, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ყო­ფი­ლა. ამის შემ­დეგ, როცა ჩემი კონ­სულ­ტა­ცია დას­ჭირ­დე­ბო­დათ, ვურ­თი­ერ­თობ­დით, მერე კი ეს ახლო და მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ვი­სა­დი­ლეთ, ჩემი შვი­ლიც მახ­ლდა. ბა­კუ­რი­ან­შიც ვი­ყა­ვით მის აგა­რაკ­ზე, ბიზ­ნეს­ცენ­ტრშიც ხში­რად დავ­დი­ო­დი. მით უმე­ტეს, ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. თა­ვი­დან შე­ბო­ჭი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვიხ­სე­ნი. ზო­გა­დად, მკაც­რია, მაგ­რამ ჩემ­თან ეს სიმ­კაც­რე არ სჭირ­დე­ბო­და, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ არ გვქონ­და?

- პო­ლი­ტი­კა­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- როცა ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, გა­მი­ხარ­და, რა­ღაც ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი გაჩ­ნდა, თუმ­ცა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ამ ორომ­ტრი­ალ­ში მეც აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი. მოვ­ლე­ნე­ბი ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბო­და. მახ­სოვს, მცხე­თა­ში "ინფო 9"-სთვის ოფისს ეძებ­დნენ და არა­ვინ აძ­ლევ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ეში­ნო­დათ ან დიდ ფულს ითხოვ­დნენ. მცხე­თა­ში ვცხოვ­რობ, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი მაქვს და გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და­მეთ­მო და ამის­თვის მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხა გა­ვა­ფორ­მეთ. რა თქმა უნდა, იმ სა­ღა­მოს­ვე მო­მა­კი­თხეს, - გა­უშ­ვიო... ამან ჩემ­ში უფრო დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, თა­ნაც გუ­რუ­ლი ვარ, ჩემს ღირ­სე­ბას შე­ეხ­ნენ! - ჩემს სახ­ლში რა­საც მინ­და, იმას ვი­ზამ, მით უმე­ტეს, კა­ნონს არ ვარ­ღვევ-მეთ­ქი. ცუ­დად არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს და წა­ვიდ­ნენ. მერე ბა­ტონ ბი­ძი­ნას "გვერ­დი­დან" ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ - "შიგ­ნით" უნდა შე­მოხ­ვი­დეო, მე­უბ­ნე­ბო­და და ბო­ლოს მოხ­და ისე, რომ მცხე­თის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად და­მა­სა­ხე­ლა. ეს ყვე­ლას­თვის გა­საკ­ვი­რი იყო. ასე აღ­მოვ­ჩნდი ამ "შარ­ში". მცხე­თა ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის კლა­ნის პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნის ქვეშ იყო. იქ რომ ვინ­მე ისე­თი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი­ყო, რო­მელ­საც კომ­პრო­მატს მო­უ­ძებ­ნიდ­ნენ, "გა­ა­ფუ­ჭებ­დნენ", მე კი ბიზ­ნე­სი არ მქონ­და და პა­ცი­ენ­ტებს ხომ ვერ და­მით­ვლიდ­ნენ? საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და, ახ­ლან­დელ­ზე მეტი. პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემს რა­ი­ონ­ში ყვე­ლა მიც­ნობ­და, ოჯა­ხი არ იყო, შე­ხე­ბა რომ არ მქო­ნო­და. მე­რეც მო­მა­კი­თხეს, - მე­ტის­მეტს ნუ მო­ინ­დო­მე­ბო, მაგ­რამ იქაც კარ­გი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი. ვერ ვი­ტყვი, მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ-მეთ­ქი, მაგ­რამ სულ ვი­ღაც დამ­დევ­და მან­ქა­ნით და ბო­ლოს ხელს ვუქ­ნევ­დი, ვე­სალ­მე­ბო­დი ხოლ­მე (იცი­ნის). ჩემი სახ­ლის ეზო­ში კარ­გი გამ­წვა­ნე­ბა მაქვს, დე­კო­რა­ცი­ე­ბია, ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი... ჰოდა, ვი­ღა­ცე­ბი ღა­მით გად­მოძ­ვრე­ბოდ­ნენ და ხმა­უ­რობ­დნენ ხოლ­მე, ვი­თომ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ. ეს ბი­ძი­ნას რომ ვუ­თხა­რი, კა­მე­რე­ბი და­მი­ყე­ნა და მერე მოგ­ვეშ­ვნენ.

ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა

- იმ დროს, როცა ბი­ძი­ნა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და წევ­რებს ასა­ხე­ლებ­და, მე და ჩემი მე­უღ­ლე მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვით და ხალ­ხი მი­რე­კავ­და და მი­ლო­ცავ­და, მე კი არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მა­ნამ­დე არ შევ­თან­ხმე­ბულ­ვართ, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უნდა და­ვე­ნიშ­ნე. მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა ერთი დიდი საქ­მეა, ამას პლუს კო­მი­ტე­ტი, მე­ტის­მე­ტი იქ­ნე­ბო­და და ვი­ფიქ­რე, მხო­ლოდ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბას დავ­ჯერ­დე­ბი და ჩემს ხალ­ხს რა­საც დავ­პირ­დი, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან-მეთ­ქი. და­ვუ­რე­კე ბი­ძი­ნას, ჭორ­ვი­ლა­ში იყო, მე­ო­რე დღეს კი პარ­ლა­მენ­ტში ამ სა­კი­თხის დამ­ტკი­ცე­ბა ხდე­ბო­და. - ვის­ვე­ნებ და თუ სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე გაქვს, ჩა­მო­დი, რამე ისეთ­ზე - არაო. ჩა­ვე­დი და ვუ­თხა­რი, - თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა არ მინ­და, პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­უც­დე­ლი ვარ, რა­ი­ონ­ში ათას­ნა­ი­რი პრობ­ლე­მაა და ორი საქ­მის ცუ­დად კე­თე­ბას, ერ­თის კარ­გად გა­კე­თე­ბა მირ­ჩევ­ნია-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­და, - ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ხალ­ხი თავს იკ­ლავს და შენ უარს ამ­ბო­ბო? - მოკ­ლედ, წა­მო­ვე­დი. მე­გო­ნა, ეს ერთი პრობ­ლე­მა მო­ვი­შო­რე, მაგ­რამ დი­ლით გა­მო­მი­ცხა­და, - გუ­შინ რომ შევ­თან­ხმდით, ეგ საქ­მე არ გა­მო­ვაო და ასე შე­მოვ­რჩი აქამ­დე. ახლა ორი კი არა, უკვე სამ ფრონტზე ვიბ­რძვი - დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­საც შე­ვე­ჭი­დე.

კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა

- თა­ვი­დან ცოტა გა­მი­ჭირ­და, რად­გან ჩემ­თვის ახა­ლი სტრუქ­ტუ­რა იყო, მაგ­რამ დიდი დრო არ დამ­ჭირ­ვე­ბია, სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი. იმი­სათ­ვის, რომ კო­მი­ტე­ტი სარ­გებ­ლო­ბის მომ­ტა­ნი იყოს, წევ­რე­ბი ისე შე­ვარ­ჩიე, რომ მათი პო­ტენ­ცი­ა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ჯან­დაც­ვა­ში დიდი რე­ფორ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და, სერ­გე­ენ­კოც ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მი­ნის­ტრია და ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ კო­მი­ტეტ­სა და სა­მი­ნის­ტროს შო­რის კარ­გი სიმ­ბი­ო­ზია. მა­ნამ­დეც ვმე­გობ­რობ­დით, და­თოც ბი­ძი­ნას ექი­მი იყო. ამას წი­ნათ აქუს­თან ვი­ყა­ვი და იხუმ­რა, - აი, სრუ­ლი ნე­პო­ტიზ­მი: ერთი ექი­მი მი­ნის­ტრი, მე­ო­რე - კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეო (იცი­ნის).

დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფონ­დი

- საქ­მე­ში კარ­გად რომ ჩა­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ დე­მოგ­რა­ფია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა. "გა­ე­როს" მო­ნა­ცე­მე­ბი რომ მო­ვი­ძიე, 2050 წლის­თვის, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­საძ­ლოა 28%-ით შემ­ცირ­დეს, თა­ნაც ეს ციფ­რი ქარ­თულ გე­ნო­ფონ­დზე მო­დის. სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბა­დო­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ უფრო მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე ახლა. 1961 წელს შო­ბა­დო­ბის პიკი 104 ათა­სი იყო, ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 45 ათა­სია. მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი ჩავა­ტა­რეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, რა­ჭა­ში ვი­ყა­ვით და კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, 10-15 წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა გა­უ­კა­ცურ­დეს. და­თოვ­ლი­ლი იყო, ენით აღუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზეა და ონი­დან ამ­ბრო­ლა­უ­რამ­დე გზას რომ მი­ვუყ­ვე­ბო­დით, ბავ­შვი არ­სად თა­მა­შობ­და. სახ­ლი ბევ­რია, მაგ­რამ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, კვამ­ლი მხო­ლოდ აქა-იქ ამო­დი­ო­და. სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე? ჩვენ რომ ავ­სახ­ლდეთ, სხვე­ბი ჩა­სახ­ლდე­ბი­ან და უომ­რად დავ­თმობთ.

- მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- არა, ქვე­მო ქარ­თლში სხვა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა? სხვა მთავ­რო­ბაა? მაგ­რამ იქ შო­ბა­დო­ბა მა­ღა­ლია. ამი­ტომ მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურს ვერ და­ვუ­კავ­ში­რებთ. მენ­ტა­ლი­ტე­ტი, ოჯა­ხის ინ­სტი­ტუ­ტი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და ა.შ. რა­ტომ­ღაც ისე დამ­კვიდ­რდა, რომ ერთი შვი­ლი უნდა გვყავ­დეს და მთე­ლი ქო­ნე­ბა მას მივ­ცეთ, მო­წი­ლე არ გა­ვუ­ჩი­ნოთ. ერის მა­ტე­ბის­თვის ოჯახ­ში ორი ბავ­შვიც არ არის საკ­მა­რი­სი. ამი­ტომ ახლა პარ­ლა­მენ­ტში მე­სა­მე ბავ­შვის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მა შე­მაქვს, სერ­გე­ენ­კოს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. ერის გამ­რავ­ლე­ბას მე­სა­მე ბავ­შვი გან­სა­ზღვრავს და მინ­და, წა­ვა­ხა­ლი­სოთ და კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი მთა­ში უფრო მა­ღა­ლი იყოს, ვიდ­რე ბარ­ში, რომ შიდა მიგ­რა­ცია შე­ვა­ჩე­როთ. 2002 წლის შემ­დეგ, 164 სო­ფე­ლი აღარ არ­სე­ბობს, 172 სო­ფელ­ში კი მაქ­სი­მუმ 8-10 კომ­ლია. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ამი­ტომ მთის კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა გვქონ­და. ამ სა­კი­თხში და­ვით ნარ­მა­ნი­აა აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი, კომ­პლექ­სუ­რა­დაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. მთა­ვა­რია, სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მა უკვე შე­იც­ვა­ლა. ორი პრობ­ლე­მა თით­ქმის უტოლ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს - ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. რად გვინ­და ტე­რი­ტო­რია, თუ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა არ იქ­ნე­ბა იქ? ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნა­ზე, ერის ფი­ზი­კურ გა­დარ­ჩე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი და არა - ციფ­რებ­სა და სტა­ტის­ტი­კა­ზე.

- მუდ­მი­ვად დგას მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის პრობ­ლე­მა, მათი სტა­ტუ­სიც კი ვერ გა­ნი­სა­ზღვრა.

- მინ­დო­და, კო­მი­ტეტ­ში ეს სა­კი­თხიც და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ეს ხალ­ხი თუ არ წა­ვა­ხა­ლი­სეთ, არა­ფე­რი გა­მო­ვა. თუმ­ცა 5-6-7 შვი­ლი იმ­დე­ნად ვერ წყვეტს დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მას, რო­გორც ყო­ველ ოჯახ­ში გა­ჩე­ნი­ლი მე­სა­მე ბავ­შვი. ესაა მთა­ვა­რი. ჩვე­ნი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფონ­დი, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, კონ­სულ­ტა­ცი­ებს მათ­თა­ნაც ხში­რად გავ­დი­ვართ და ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თა­ნაც. ვფიქ­რობ, თუ ყვე­ლა ერ­თად დავ­დგე­ბით - ერიც, ბე­რიც, ეკ­ლე­სი­აც, მთავ­რო­ბაც, პარ­ლა­მენ­ტიც, ამ პრობ­ლე­მას გა­დავ­ჭრით.

ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი

- გი­ორ­გი 24 წლი­საა, ახ­ლა­ხან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა - დი­მიტ­რი გი­ორ­გის ძე ხუნ­და­ძე, თი­კას ორი შვი­ლი ჰყავს, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა კი ნი­ტაა, 9 წლის. ადრე ყო­ველ სა­ღა­მოს, დროს მას­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი, ახლა კი როცა შინ მივ­დი­ვარ, სძი­ნავს. ხში­რად ვე­ღარ მხე­დავს და პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდა, დედა რომ ეტყვის, - აი, მა­მი­კო ტე­ლე­ვი­ზორ­ში­აო, არ უყუ­რებს, არ უნდა. გი­ორ­გი ლონ­დონ­ში სწავ­ლობ­და და მა­ნამ­დე ძა­ლი­ან მა­გა­რი "მი­შის­ტი" იყო. აქ რომ ჩა­მო­ვი­და და სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ხე­და, "ოც­ნე­ბა­ში" ჩემ­ზე ადრე გა­წევ­რდა. ბი­ძი­ნამ მი­თხრა, - ისევ ლონ­დონ­ში გა­ვუშ­ვათ, ის­წავ­ლოს და თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და, მერე ჩა­მო­ვი­დეს, რომ მი­სით შენ­ზე მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნო­ნო, მაგ­რამ გი­ორ­გიმ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა. შენ რომ სხვის შვი­ლებს და­უ­ძა­ხებ, როცა გკი­თხა­ვენ, შენი შვი­ლი სად არი­სო, რა უნდა უპა­სუ­ხო, - სწავ­ლობ­სო? რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მცხე­თა­ში კლი­ნი­კა გავ­ხსე­ნი და ჩემი მე­უღ­ლე იქ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ვიტ­ვირ­თე და დავ­ხუ­რე. მა­შინ ვა­კე­ში, მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და კი­დევ ერთ კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ვე­ღარ ვას­წრებ­დი. სამი შვი­ლი გა­ზარ­და, ამა­ზე მეტი საქ­მე რა უნდა აკე­თოს? (იღი­მის).

და­ზღვე­ვა და უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბი

- სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვა­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბიც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ და ექი­მე­ბიც. ამ პრო­ექ­ტის არსი ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არც ერთი მო­ქა­ლა­ქე არ უნდა იყოს და­უ­ზღვე­ვე­ლი. სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა უძ­ვი­რე­სია, ახლა კი თი­თო­ე­ულს 15.000-ლა­რი­ა­ნი ლი­მი­ტი აქვს.

- ამ­ბო­ბენ, რომ და­ზღვე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ ექი­მე­ბი უფრო გულ­გრი­ლე­ბი არი­ან, ეს კერ­ძო და­ზღვე­ვა­საც ეხე­ბა და მათ სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბას არ უწე­ვენ. გარ­და ამი­სა, მუდ­მივ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია. რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას აპი­რებს სა­ხელ­მწი­ფო ამ კუ­თხით?

- ეს მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა. ექი­მებს და­ზღვე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი იმი­ტომ არ უნ­დო­დათ, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბას დრო­უ­ლად ვერ იღებ­დნენ. როცა ის სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­დის და პა­ცი­ენ­ტი შეჰ­ყავს, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ კარ­გი შე­დე­გი მი­ი­ღოს, მაგ­რამ მე­დი­ცი­ნა­ში გა­რან­ტი­ე­ბი არ არ­სე­ბობს და ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ექი­მი თვი­თო­ნაც სტრე­სის ქვე­შაა, დიდი ენერ­გია სჭირ­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ენ­თუ­ზი­აზმზე ვერც ერთი მათ­გა­ნი ვერ იმუ­შა­ვებს, მა­თაც ოჯა­ხე­ბი ჰყავთ და შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. პარ­ლა­მენ­ტში რომ წა­ვე­დი, ოპე­რა­ცი­ებს ხომ აღარ ვა­კე­თებ­დი და ექი­მო­ბის დრო­ინ­დე­ლი გად­მო­რი­ცხვე­ბი იმ­დე­ნად გვი­ან მომ­დი­ო­და, რომ 7 თვე იმ ხელ­ფასს ვი­ღებ­დი. ახა­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ეს შე­იც­ვა­ლა. ახლა ექიმს პა­ცი­ენ­ტი ნამ­დვი­ლად უნდა უნ­დო­დეს.

- რა ხდე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით? იმა­ზეც მუდ­მი­ვა­დაა სა­უ­ბა­რი, რომ ფა­სე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რა­დაა გა­ბე­რი­ლი.

- ფა­სებს თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ, არა­პირ­და­პი­რი ბერ­კე­ტე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ჩა­რე­ვის პირ­და­პი­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი - არა, რად­გან ეს ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ბიზ­ნე­სია და ზე­წო­ლას ვერ მო­ვახ­დენთ. ჩვენ­თან ის პრე­პა­რა­ტე­ბი შე­მო­დის, რომ­ლე­ბიც წამ­ყვან ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბით ლი­ცენ­ზი­ას არ ვი­თხოვთ. რამ­დე­ნი­მე თვეა, ის­რა­ე­ლი­და­ნაც ხდე­ბა იმ­პორ­ტი. კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უნდა იყოს, გე­თან­ხმე­ბით.

- რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ონ­კო­ლო­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად იმა­ტა, მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის ოთხჯე­რაა გაზ­რდი­ლი და ეს სერ­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ძვი­რია. გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს წი­ლობ­რი­ვი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 70%-მდე გავ­ზარ­დეთ. ონ­კო­ლო­გი­ის ნა­წილ­ში - ქი­მი­ო­თე­რა­პია, სხი­ვუ­რი თე­რა­პია, 80%-იანი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბაა. ცუდი სი­ტუ­ა­ცია იყო ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვას რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი და ევრო უნდა. ახლა ისე გა­ვა­კე­თეთ, რომ 18 წლამ­დე მო­ზარ­დებს სა­ხელ­მწი­ფო ამ კუ­თხით სრუ­ლად აფი­ნან­სებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი პა­ცი­ენ­ტი წე­ლი­წად­ში 8-10-ია. სამ­წუ­ხა­როდ, ყველ­გან შე­დე­გი არ გვაქვს, მაგ­რამ ამ თა­ნად­გო­მით რამ­დე­ნი­მე სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნეთ.

- კე­თი­ლი. პარ­ლა­მენტზეც გკი­თხავთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? შეს­ვე­ნე­ბებ­ზე ერ­თმა­ნეთს თუ ეკონ­ტაქ­ტე­ბით?

- ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ვი­ნა­ი­დან ჩემი კო­მი­ტე­ტი ჯან­დაც­ვი­საა, ვინ­მეს რა­ი­მე ოპე­რა­ცი­ა­ზე დახ­მა­რე­ბა თუ სჭირ­დე­ბა, მო­დი­ან ხოლ­მე. პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­კა­მა­თოდ ტრი­ბუ­ნა არ­სე­ბობს, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფა რა­ტომ უნდა მი­ვა­ყე­ნო? აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არც თვი­თონ არი­ან. გა­რეთ უფრო სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე - შიგ­ნით. მა­გა­ლი­თად, გიგი წე­რე­თელ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, პა­ტივს ვცემ. პო­ლი­ტი­კუ­რად სა­და­ვო თე­მე­ბი ნორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა გა­ირ­ჩეს და არა - "ორი გვა­მი მომ­გვა­რეთ" პრინ­ცი­პით. ოპო­ზი­ცია უნდა არ­სე­ბობ­დეს, უბ­რა­ლოდ, ჯან­სა­ღი უნდა იყოს.

- ყბა­და­ღე­ბულ "შე­უს­რუ­ლე­ბელ და­პი­რე­ბებ­ზე" რას იტყვით?

- ხალ­ხს რაც მეტს უკე­თებ, მეტი უნ­დე­ბათ და მერე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც ეზ­რდე­ბათ. ვინც ვერ და­ვა­საქ­მეთ, მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ვინც და­ვა­საქ­მეთ, კი­დევ უკე­თე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა სურთ. მინ­და ყვე­ლას მე­გობ­რუ­ლად ვუ­თხრა, რომ ნუ იქ­ნე­ბი­ან ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ­ნი. ყვე­ლა სურ­ვილს, რა თქმა უნდა, ვერ და­ვუკ­მა­ყო­ფი­ლებთ, მაგ­რამ თუ კარგ საქ­მე­საც არ "მი­წიხ­ლა­ვენ", მეტი სტი­მუ­ლი მოგ­ვე­ცე­მა. ჩვენ ერ­თნი ვართ, მთავ­რო­ბა ცალ­კე ერ­თე­უ­ლი არ არის, ხალ­ხის ნა­წი­ლია, ეს ქვე­ყა­ნა მარ­ტო ჩემი არაა, ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვა­შე­ნოთ და ყვე­ლამ თა­ვი­სი სა­კე­თე­ბე­ლი აკე­თოს. ცუდს თუ ჩა­ვი­დენთ, მიგ­ვი­თი­თონ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ კარ­გზეც მად­ლო­ბა გვი­თხრან.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)