ცოფის ვირუსი ხონშიც დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ცოფის ვირუსი ხონშიც დაფიქსირდა

ხონ­ში ცო­ფის ვირუ­სი და­ფიქ­სირ­და. ვირუ­სი ძაღლს და­უ­დას­ტურ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ცხო­ველ­თა დაც­ვის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, თე­მურ ლა­ჭყე­პი­ან­მა აც­ნო­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღ­ლმა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა, მათ შო­რის ბავ­შვი.

თე­მურ ლა­ჭყე­პი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძაღ­ლი რო­მელ­საც ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მოკ­ვდა.

გა­სულ კვი­რა­ში ქუ­თა­ის­ში ცო­ფის ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ცო­ფის ვირუ­სი ერთ შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის ში­ნა­ურ ცხო­ველს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი მი­უ­სა­ფარ ძაღლს გა­მო­უვ­ლინ­და. არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ცხო­ვე­ლი აც­რი­ლი არ იყო.

გა­სულ თვე­ში კი, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და.

ამის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ ცო­ფი­ან­მა ძაღ­ლმა რა­ი­ონ­ში 22 ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა.ცოფი ვირუ­სუ­ლი ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დროს ზი­ან­დე­ბა თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნი. ამ ვირუ­სით შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს ყვე­ლა თბილ­სის­ხლი­ა­ნი ცხო­ვე­ლი (ძაღ­ლი, კატა, მსხვილ­ფე­ხა და წვრილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვი, ცხე­ნი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგე­ლი და სხვა). ცო­ფით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფი ცხო­ვე­ლის მიერ კბე­ნის, გა­კაწ­რის ან რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოთ კლი­ნი­კას. ცო­ფის პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ით. ცო­ფის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბა 100% შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს სიკ­ვდილს.

ambebi.ge