"წვიმიანი კვირა საღამო" - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და შარლოტა ელენას რომანტიკული კადრები და ჩოგბურთელის სიმღერა მეგობარ გოგონას
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოჯახური დავა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილი ცოლ-ქმრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი შარლოტა ელენა: „ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სასამართლოს შედეგით; ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ. ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ჰყვება” - ამბობდა ის.
ამჯერად შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს: „წვიმიანი კვირა საღამო“ - წერს ის.