"მიხალკოვს ვუთხარი, - აი, კავკასიელების მოძულე რომ ხარ, იმიტომ დაგსაჯა ღმერთმა, ერთი სიძე ქართველი გყავს, მეორე ჩერქეზი - მეთქი" - რატომ იყო ჩასული მოსკოვში დათო ტურაშვილი?
მწერალმა დათო ტურაშვილმა ტელეკომპანია "ფორულას " ეთერში ისაუბრა, თუ რატომ იყო 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში ჩასული და ასევე გაიხსენა რუს რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვთან მწვავე დიალოგიც.
მისი თქმით, მოსკოვში ქართველი რეჟისორის, რეზო გიგინეიშვილის შვილის ნათლობაზე იყო მიწვეული, სადაც შეხვდა მიხალკოვს, რომელიც იმჟამად გიგინეიშვილის სიმამრი იყო.
"მითხრეს, რომ რომელიღაც სააგენტომ გაავრცელა ჩემი მოსკოვში გადაღებული ფოტო. არ მგონია, ამ სააგენტომ ბოროტი განზრახვით გაევრცელებინა...
ნამდვილად ვარ მოსკოვში ნამყოფი ორი მიზეზის გამო.
ჩემი წიგნი "ჯინსების თაობა" ყველაზე მეტად მინდოდა, რომ რუსეთში გამოცემულიყო და რუსებს გაეგოთ... ახლაც მინდა, რომ წიგნი გამოსცენ რუსეთში და ამ წიგნის გამო შევხვდე რუს მკითხველებს, რომ მათ მოვუყვე, ავუხსნა, რატომ არ გვინდა ვიყოთ საბჭოთა კავშირის ნაწილი. ილუზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წაიკითხავენ, ან ფილმს რომ ნახავენ, შეეცვლებათ წარმოდგენები. რომ რამე იმოქმედებს მათზე, მაგრამ მაინც... რუსეთში ბოლოს ჩატარებული კვლევით, ფიქრობენ, რომ ქართველები ვართ 63 მილიონი და მუსლიმანური ქვეყანა. აი, არასწორი წარმოდგენა აქვთ საქართველოზე და საერთოდ არაფერი იციან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.
კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ ნათლობაზე დამპატიჟა რეზო გიგინეიშვილმა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ნათლობაზე უარს როგორ ვეტყოდი. წითელ მოედანზე გადაღებულ ერთ ფოტოში ილია ჭავჭავაძის გამოსახულებიანი მაისური მეცვა და მეორეში კი - მაისურს კოტე ყუბანეიშვილის სიტყვები ეწერა: "ჩეჩენ-ვეჩენ". წითელ მოედანზე კი იმიტომ მივედი, რომ მინდოდა მენახა აბელ ენუქიძის დარგული რაჭული ფიჭვები ხარობს ისევ თუ არა... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო