"ცხოვრება სასტიკი რამ არის. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს" - დიანა ღურწკაიას ვაჟისა და ძმის კომენტარი ოჯახის ტრაგედიაზე
მეორე დღეა, რაც რუსული მედია, დიანა ღურწკაიას მეუღლის პიოტრ კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ წერს. ქართული წარმომავლობის მომღერლის მეუღლე, პროფესიით იურისტი, რუსეთის უმაღლესი განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გახლდათ. იგი გარდაიცვალა კუბადან მოსკოვში დაბრუნდების დროს, თვითმფრინავში. "46 წლის პიტრის სიკვდილმა გააკვირვა ყველა, ვინც მას იცობდა", - წერს რუსული მედია.
კუჩერენკოს გარდაცვალების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მისმა მეუღლემ და ახლობლებმა მიიღეს, რომლებიც მომღერლის სახლში შეიკრიბნენ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ღურწკაიას მხარს უჭერენ და თანაუგრძნობენ.

"დიანა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონზე მისმა მისმა ძმამ რობერტმა გვიპასუხა, რომელმაც გვითხრა "დავიღუპეთ“. შემდეგ კი გავიგე დიანას ტირილის ხმა. მას გული ძალიან სტკივა“, - ამბობს, მედიასთან ოჯახის ახლობელი.
"მამაჩემი გარდაიცვალა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო ": დიანა ღურწკაიას და პიოტრ კუჩერენკოს ვაჟი ბოროტ კომენტარებზე საუბრობს“, - ამ სათაურით აქვეყნებს thevoicemag.ru მორიგ სტატიას, სადაც მომღერლის ვაჟის კომენტარს ვკითხულობთ. იხილეთ სრულად