შუახნის მამაკაცი მოკლეს. მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა - რა მოხდა ქვემო ქართლში?
ქვემო ქართლში შუახნის მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობა გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული.
"ინტერპრესნიუსი"