"და­ა­კა­ვეს ჩემი 72 წლის ბიძა, რო­მე­ლიც არის მარ­ტო­ხე­ლა, ავად­მყო­ფი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, სახ­ლი აქვს ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი მი­წისძვრის­გან" - რას წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"და­ა­კა­ვეს ჩემი 72 წლის ბიძა, რო­მე­ლიც არის მარ­ტო­ხე­ლა, ავად­მყო­ფი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, სახ­ლი აქვს ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი მი­წისძვრის­გან" - რას წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში?

ტე­ლე­წამ­ყვან ეკა კვე­სი­ტა­ძის ცნო­ბით, ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხრე­ით­ში მისი 72 წლის ბიძა და­ა­კა­ვეს. კვე­სი­ტა­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ონ სო­ფელ ხრე­ით­ში და­ა­კა­ვეს ჩემი 72 წლის ბიძა ბად­რი ლო­ლა­ძე. რო­მე­ლიც არის მარ­ტო­ხე­ლა, ავად­მყო­ფი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, სახ­ლი აქვს ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი მი­წისძვრის­გან. ამი­ტომ ჩემი და პატ­რო­ნობს და ზამ­თრო­ბით თა­ვის სახ­ლში აცხოვ­რებს თბი­ლის­ში.

რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, რაც დათ­ბა და სო­ფელ­ში წა­ვი­და სი­მინ­დის და ლო­ბი­ოს მო­საყ­ვა­ნად. ასე ცხოვ­რობს წლე­ბია.

დღეს დი­ლით პატ­რუ­ლის ორი ეკი­პა­ჟი და­ად­გა სახ­ლში. დაბ­ზა­რულ კედ­ლებს შო­რის ძვე­ლი, და­ჟან­გუ­ლი ლი­მონ­კა იდოო და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და 72 წლის კაცი იზო­ლა­ტორ­ში გა­მო­კე­ტეს.

რომ ეთ­ქვა, მა­მა­ჩე­მის იყო ეგ ლი­მონ­კა არ და­ვა­კა­ვებ­დი­თო. მაგ­რამ უარ­ყოფს ჩემი არ არი­სო. ახლა ვზი­ვარ და თავს ვი­ტეხ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­კა­ვე­ბი­ნათ 72 წლის კაცი და ჩემი თა­ვის გარ­და სხვა მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობ", - წერს ეკა კვე­სი­ტა­ძე.