"ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებს დაარტყეს" - მედია - კვირის პალიტრა

"ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებს დაარტყეს" - მედია

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა.

"ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ბელგოროდის „ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც კვამლის სვეტი გაიზარდა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია პრეობრაჟენსკაიას ქუჩის გადაკეტვის შესახებ, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხი „რიბარი“ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.

IPN