"როცა მოდიოდა, წინასწარ აფრთხილებდა, რომ არ გამოვჩენილიყავი" - ალენ დელონის ბნელი მხარე და შვილი, რომელიც უარყო: არი ბულონის ტრაგიკული ამბავი - კვირის პალიტრა

"როცა მოდიოდა, წინასწარ აფრთხილებდა, რომ არ გამოვჩენილიყავი" - ალენ დელონის ბნელი მხარე და შვილი, რომელიც უარყო: არი ბულონის ტრაგიკული ამბავი

20 მა­ისს, გამ­თე­ნი­სას, 4:00 სა­ათ­ზე, პა­რი­ზის მე-15 უბ­ნის პო­ლი­ცი­ა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გა­ის­მა. 58 წლის ქა­ლის თქმით, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს მისი პარტნი­ო­რი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ქალი კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლონ­ზე სა­უბ­რობ­და, ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ალენ დე­ლო­ნის ვაჟ­ზე. ვაჟ­ზე, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს თა­ვის შვი­ლად არას­დროს უღი­ა­რე­ბია. 60 წლის ფო­ტოგ­რა­ფის ცხე­და­რი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, არი ბუ­ლონს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ცოტა ხნის წინ ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც გა­და­იყ­ვა­ნეს. მას შემ­დეგ კი, რაც და­ცე­მის შე­დე­გად მძი­მე ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, ძი­რი­თა­დად ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. არის ცხე­და­რი პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­ას­ვე­ნეს.

ბუ­ლო­ნის პარტნი­ორ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც კაცს ბოლო დროს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ცხე­და­რი პირ­ვე­ლად მან იპო­ვა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ქალი სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. არი თა­ვის 21 წლის ვაჟ­თან ერ­თად და­ტო­ვა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კაცი რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ცხე­დარს გახ­რწნა ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი.

პო­ლი­ცი­ამ ქალი და­ა­კა­ვა "საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის არაღ­მო­ჩე­ნის" გამო.

არი ბუ­ლო­ნი, 60 წლის ფო­ტოგ­რა­ფი, ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ის ალენ დე­ლო­ნის შვი­ლი იყო, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი ამას ყო­ველ­თვის უარ­ყოფ­და.

კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნის დედა ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, ენდი უორ­ჰო­ლის მუზა და Velvet Underground-ის წამ­ყვა­ნი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ, სას­ცე­ნო სა­ხე­ლით "ნიკო.“ ქალი მუდ­მი­ვად ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი ვაჟი 1960-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ალენ დე­ლონ­თან ხან­მოკ­ლე რო­მა­ნის შემ­დეგ და­ი­ბა­და. აა­რო­ნის დედა 1988 წელს ვე­ლო­სი­პე­დი­დან გა­და­ვარ­დნის დროს მი­ღე­ბუ­ლი თა­ვის ტრავ­მით გარ­და­იც­ვა­ლა.

ცხოვ­რე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შეარის მამა არ აღი­ა­რებ­და, მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბის დრა­მა მხო­ლოდ ეს არ ყო­ფი­ლა - არც დე­დას ჰქონ­და სურ­ვი­ლი, რომ შვი­ლი გა­ე­ზარ­და. ბავ­შვი ჯერ კი­დევ ჩვი­ლი იყო, რო­დე­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ალენ დე­ლო­ნის დედა ჩაფ­რინ­და და სა­ვა­რა­უ­დო შვი­ლიშ­ვი­ლი თა­ვის­თან, პა­რიზ­ში წა­იყ­ვა­ნა. ედიტ­მა და მის­მა მე­ო­რე მე­უღ­ლემ პოლ ბუ­ლონ­მა, აა­რო­ნი იშ­ვი­ლეს. ბიჭი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ალენ დე­ლო­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი იყო, მსა­ხი­ო­ბის მა­მი­ნაც­ვლის გვა­რით მოკ­ვდა.

აა­რონს დე­დას­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ურ­თი­ერ­თობ­დნენ. დე­დო­ბას ბე­ბია უწევ­და. რო­დე­საც ალენ დე­ლო­ნი დე­დის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და, მას წი­ნას­წარ აფრ­თხი­ლებ­და, რომ ბავ­შვი სად­მე და­მა­ლუ­ლი­ყო, რად­გან მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და. გააგრძელეთ კითხვა