"გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის..." - კვარაცხელია მამარდაშვილ-ვინისიუსის სკანდალზე - კვირის პალიტრა

"გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის..." - კვარაცხელია მამარდაშვილ-ვინისიუსის სკანდალზე

გა­სულ კვი­რას "ვა­ლენ­სია" სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე მად­რი­დის "რე­ალს" და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 1-0 და­ა­მარ­ცხა. მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი "ვა­ლენ­სი­ას" ქარ­თვე­ლი მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი გახ­და.

მარ­თა­ლია, მა­მარ­დაშ­ვი­ლის­თვის ეს მატ­ჩი იდე­ა­ლუ­რი იყო და არა­ერ­თი სა­ქე­ბი სი­ტყვა და­იმ­სა­ხუ­რა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა - ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რო­გორ იჩხუ­ბა "მა­მარ­დამ" "რე­ა­ლის" ვარ­სკვლავ­თან, ვი­ნი­სი­უს ჯუ­ნი­ორ­თან.

ამის გარ­და, გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ "ვა­ლენ­სი­ას" ქო­მა­გი "ვი­ნის" რა­სის­ტულ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ნა­წილ­მა მი­იჩ­ნია, რომ მა­მარ­დაშ­ვი­ლი მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თელს რა­სის­ტულ ნი­ა­დაგ­ზე ეჩხუ­ბე­ბო­და. ამის გამო გი­ორ­გის მი­მართ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი აგ­რე­სი­უ­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მო­ე­დან­ზე ქარ­თვე­ლი მე­კა­რის გა­ცხა­რე­ბის, სულ სხვა რამ იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში მან თა­ნა­გუნ­დე­ლი და­იც­ვა.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ ამ­ბებს იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ვარ­სკვლა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ეხ­მი­ა­ნე­ბა და "მა­მარ­დას" მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს:

"მე და ეს ბიჭი ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, ერ­თად ვცხოვ­რობ­დით აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დით ფეხ­ბურთში, ჩემ­ზე კარ­გად ცო­ტამ იცის თუ რას იზამს ის მე­გობ­რის და თა­ნა­გუნ­დე­ლის და­სა­ცა­ვად და და­სახ­მა­რებ­ლად.

გი­ორ­გი დიდი გუ­ლის ბიჭი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და ასე­თი­ვე მე­კა­რეა. ის მხო­ლოდ თა­ნა­გუნ­დელს იცავ­და. ფეხ­ბურთში რა­სიზ­მის ად­გი­ლი არ არის, @vinijr შენს გვერ­დით ვართ და ყვე­ლა ერ­თად უნდა ვებ­რძო­ლოთ რა­სიზმს", - წერს კვა­რა­ცხე­ლია. (წყარო)