"სასამართლომ "რუსთავი 2"-ს დიანა ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" - კვირის პალიტრა

"სასამართლომ "რუსთავი 2"-ს დიანა ჯოჯუასთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

"სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს დიკო ჯო­ჯუ­ას­თვის კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა" - ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" ავ­რცე­ლებს.

"ჩვენ­მა იუ­რის­ტებ­მა ჟურ­ნა­ლისტ დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ას საქ­მე პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს. ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ს დი­ა­ნა ჯო­ჯუ­ას კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რა," - წე­რია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ "მთა­ვა­რი არ­ხის" წამ­ყვან­მა ეკა კვე­სი­ტა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­სა­მარ­თლომ მას პი­რი­ქით, რუს­თა­ვი 2-ის­თვის თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­სარ­გებ­ლოდ 12 ათა­სი ლა­რის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

ambebi.ge