"ბევ­რმა მკი­თხა, ნიშ­ნავს თუ არა პრე­მი­ე­რის ხელ­მო­წე­რა იმას, რომ წა­მა­ლი "და­ი­დოო" - რას წერს მშობელი? - კვირის პალიტრა

"ბევ­რმა მკი­თხა, ნიშ­ნავს თუ არა პრე­მი­ე­რის ხელ­მო­წე­რა იმას, რომ წა­მა­ლი "და­ი­დოო" - რას წერს მშობელი?

იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ე­მა­ტა. დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა. დო­კუ­მენტს ხელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აწერს.

აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ერთ-ერთი ბავ­შვის მშობ­ლის, მა­კუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­კარ­გუ­ლე­ბა ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს, რაც წამ­ლის გარ­და, სხვა ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა­სა თუ თე­რა­პი­ას გუ­ლის­ხმობს.

"ბევ­რმა მომ­წე­რა და მკი­თხა, ნიშ­ნავს თუ არა პრე­მი­ე­რის ხელ­მო­წე­რა იმას, რომ წა­მა­ლი "და­ი­დოო“.

პრე­მი­ერ­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. ეს გუ­ლის­ხმობს წამ­ლის გარ­და სხვა, ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა­სა თუ თე­რა­პი­ას. აქამ­დე აქონ­დროპ­ლა­ზია არ შე­დი­ო­და ამ სი­ა­ში სხვა იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით.

წა­მა­ლი "და­ი­დე­ბა“, როცა პრო­ტო­კო­ლი დას­რულ­დე­ბა მა­ი­სის ბო­ლოს და შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკიც­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში. პრო­ტო­კო­ლის ჩონ­ჩხი კი მზად აქვთ და წინა საბ­ჭო­ზე გა­ვე­ცა­ნით. მის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას უკვე შემ­დეგ საბ­ჭო­ზე გა­ვეც­ნო­ბით და "და­გა­აფ­დე­ი­თებთ“, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც შიდა სა­უბ­რებ­ში ჟღერ­დე­ბა, არ გვაქვს იმის სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ეჭ­ვოთ, რომ პრო­ტო­კოლ­ში "ვო­სო­რი­ტიდს“ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, მაგ­რამ მა­ინც და­ვე­ლო­დოთ პრო­ტო­კოლს,“ - წერს მა­კუ­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.