ვინ არის არჩილ გელოვანი და რა აკავშირებდა სოფო ნიჟარაძესთან? გელოვან-აკინშინას საქმე
გელოვან - აკინშინას საქმეცნობილი რუსი მსახიობი, ფილმ "დების“ ვარსკვლავი ქართველ მეუღლეს სასამართლოში უჩივის. 36 წლის ოქსანა აკინშინა ქართველი კინოპროდიუსერისა და ბიზნესმენის, არჩილ გელოვანის ოფიციალური მეუღლეა. ისინი უკვე რამდენიმე წელია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გაყრილან. ოქსანა ბოლო წლებია მსახიობ დანილა კოზლოვსკის ხვდება.
როგორც რუსული მედია წერს, ოქსანამ ქმრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჯერჯერობით საქმის განხილვა არ ჩანიშნულა, დოკუმენტები მოსკოვის პრესნენსკის სასამართლოშია და მიმდინარეობს მათი შესწავლა.
მედია თავდაპირველად ფიქრობდა, რომ აკინშინა განქორწინებას აპირებდა, რადგან უკვე რამდენიმე წელია ქალი არ ერიდება დანილა კოზლოვსკისთან გამოჩენას, რომელთანაც რომანი სერიალ "ჩერნობილის“ გადაღების შემდეგ გააჩაღა. მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, სარჩელში ლაპარაკია გელოვანისგან სესხის ხელშეკრულებით თანხის ამოღებაზე. თანხის რაოდენობა ჯერ არ სახელდება. მედია წერს, რომ ქალი ყოფილი ქმრისგან ვალების დაბრუნებას ითხოვს. როგორც ის ამტკიცებს, წლების წინ, ერთად ცხოვრებისას, პროდიუსერს გარკვეული რაოდენობის თანხა ასესხა, რომელიც გელოვანმა უკან აღარ დაუბრუნა.
სხვათა შორის, მედიაში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოზლოვსკი მზადაა საყვარელ ქალს ცოლობა შესთავაზოს. ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ. მოსკოვის ცენტრში დანილამ ძვირადღირებული უძრავი ქონება შეიძინა, მაგრამ ეს შეუძლებელია ყოფილ ქმართან, გელოვანთან განქორწინების გარეშე.
კოზლოვსკი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. მეორე ქორწინებიდან მსახიობ ოლგა ზუევასთან საერთო შვილი ჰყავს. ახლა ქალი ვაჟთან ერთად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც შვილს კოზლოვსკი პერიოდულად აკითხავს.
ვინ არის არჩილ გელოვანი?არჩილ გელოვანი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი და კინოპროდიუსერია, რომელიც წლებია რაც რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. გელოვანი 1974 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში დაიბადა, გაიზარდა ინტელექტუალურ ოჯახში. ბაბუა უფროსი არჩილ გელოვანი მარშალი გახლდათ, მამა, ვიქტორ გელოვანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დედა, ნანა მუშაობდა კარდიოლოგად და სამხედრო ექიმად.
1991 წელს გელოვანმა სწავლა რუსეთში MGIMO-ში (საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი) დაიწყო. სამი წლის შემდეგ რუსეთი დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, ჯერ ჰარვარდის, შემდეგ კი ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1999 წელს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მეგობრებთან ერთად შექმნა დეველოპერული კომპანია METRA.
2001 წლიდან დაიწყო ინვესტირება მომგებიან მაღალტექნოლოგიურ პროექტებში. ამისათვის გელოვანმა დააარსა კომპანია General Nano Optics, რომელიც სპეციალიზირებული იყო ნახევარგამტარი ლაზერების შემუშავებასა და წარმოებაში. ასევე, ჩამოაყალიბა ასოციაცია NEOZINC, რომელიც აწარმოებს სპეციალურ დამცავ საფარებს ლითონის პროდუქტებისთვის.
კინომოგვიანებით გელოვანმა გადაწყვიტა ბედი კინოინდუსტრიაში ეცადა. 2007 წლიდან დაიწყო მხატვრული ფილმების წარმოება. გელოვანი 2009-2011 წლამდე - საქართველოში ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობდა. მედიის ინფორმაციით, მან თავისი წვლილი შეიტანა სტუდიის ოქროს ფონდის არქივის აღდგენაში.
მისი ფინანსური მხარდაჭერით ათზე მეტი სხვადასხვა ფილმი გამოვიდა. მათ შორის, "რუსული სამკუთხედი“, "მონადირე“, რეზო გიგინეიშვილის "სიყვარული აქცენტით".
არჩილმა თავადაც სცადა მსახიობობა. 2006 წელს "ბუმერის" მეორე ნაწილში ითამაშა, ხოლო 2008 წელს - ფილმში "სიხარულის სახლი".
პირადი ცხოვრება გააგრძელეთ კითხვა