"არას­დროს და­ი­ჩივ­ლო და არა­სო­დეს ახ­სნა", "ჭირვეულ უილიამს ქეითი ისე ექცევა, როგორც შვილს..." - კვირის პალიტრა

"არას­დროს და­ი­ჩივ­ლო და არა­სო­დეს ახ­სნა", "ჭირვეულ უილიამს ქეითი ისე ექცევა, როგორც შვილს..."

გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩვე­ვე­ბი იმ ადა­მი­ან­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ეტი­კე­ტის წე­სებს ას­წავ­ლი­ან. ახლა გი­ამ­ბობთ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი მე­ფის, პრინც უი­ლი­ა­მის ჩვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც მისი ცო­ლის, ქე­ი­თის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

The Mirror-ისა და Marie Claire-ის თა­ნახ­მად, 2018 წელს სა­ბერ­ძნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს მიდლტონ­მა თქვა, რომ პრინ­ცი უი­ლი­ა­მი "კოშ­მა­რი“ ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც პი­ცას დი­ვან­ზე მი­ირ­თმევს. პრინ­ცე­სას მი­აჩ­ნია, რომ დი­ვან­ზე ჭამა სა­ში­ნე­ლე­ბაა.

წყვილ­მა ქორ­წი­ნე­ბის 12 წლის იუ­ბი­ლე წინა თვე­ში აღ­ნიშ­ნა. მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც ვე­ლო­სი­პე­დებ­ზე სხე­დან.

მიდლტონ­მა პრინც უი­ლი­ა­მზე 2011 წლის აპ­რილ­ში ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში იქორ­წი­ნა. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს კო­ლე­ჯში სწავ­ლის პე­რი­ო­დი­დან ხვდე­ბო­და. თუმ­ცა, პი­ცის ჭა­მის "კოშ­მა­რუ­ლი" ჩვე­ვა შე­საძ­ლოა, მათ­თვის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ სა­დარ­დე­ბელს წარ­მო­ად­გენ­დეს. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცი "ჭირ­ვე­უ­ლო­ბის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი" და რო­გორც მე­დია წერს, ის და ქე­ი­თი ერ­თმა­ნეთს ბა­ლი­შებ­საც კი ეს­ვრი­ან. გააგრძელეთ კითხვა