თინა ტერნერი გარდაიცვალა
ომღერალი თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაციას უცხოური მედია მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდობით ავრცელებს.
"თინა ტერნერი, როკ ენ როლის დედოფალი დღეს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ შვეიცარიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მასთან ერთად მსოფლიო კარგავს მუსიკის ლეგენდას და მისაბაძ ადამიანს" - ნათქვამია მომღერლის წარმომადგენლის განცხადებაში.
თინა ტერნერი 1939 წელს აშშ-ში დაიბადა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი როკ მომღერალი მთელ მსოფლიოში და თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“. მისი კარიერა 60 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს.